რეგისტრირებული ფაქტები51659
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 9 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს ქუთაისში, წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე, მარიამ გლახუას ასული ნატბელაძე, შვილები: ერმოლოზ, კონტანტინე, იოსებ, მიხეილ გაბრიჭიძეები, ცოლისძმა- მალაქია გლახუას ძე ნატბელაძე, ცოლის ბიძაშვილები - ერმონე და დიანოზ იოშას ძე ნატბელაძეები, რძალი - მარიამ დიმიტრის ასული გაბრიჭიძე, დისწულები - მაქსიმე და მარიამ კიკვაძეები, სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის გადაცვალებას იუწყებოდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი დავითის ძე წერეთელი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მამა იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 13 თებერვალს პედაგოგი ნინო მერაბის ასული ლორთქიფანიძე-თავდგირიძის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის თავზე გადაიხდიდნენ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში და ქუთაისში, მთავარანგელოზის ეკლესიაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის ეთხოვათ ნ. ლაშხიას შესახებ ცნობების მიწოდება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, ე.წ. „ლორეს ნეიტრალურ ზონაში“ განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ომის პირველი ეტაპი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა წააგო. შედეგად, 16 თებერვლის დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს რუსეთის ჯარების შემოსევის შემდეგ ლადო გიორგობიანი მოხალისედ წავიდა ბრძოლის ველზე.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია-ანექსიის შემდგომ კოტე აფხაზი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქთა კავშირის სტამბის გამგის, ნესტორ გელოვანის განცხადება „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების აწყობა-დაბეჭდვის ანგარიშში თითოეულ წიგნში 9-11 მანეთამდე გადახდის შესახებ. დაადგინეს, გელოვანისთვის თითო წიგნში დამატებით თითო მანეთი მიეცათ, სულ 200.000 მანეთი. ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელმა კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას სთხოვა, აკაკის მეუღლისა და შვილის საზღვარგარეთიდან დაბრუნებამდე მისი ნაანდერძევი მამული შორაპნის ერობისთვის არ გადაეცა. გამგეობამ სხვიტორის მამულის გადაცემის საკითხი აღარ განიხილა, რადგან შორაპნის ერობისგან ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხი არ ჰქონდა მიღებული.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ბარნოვის თხოვნა 30 000 მანეთი მიეცათ თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით ბარნოვის თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე წერეთლის თხოვნა, რამდენიმე დღით მუზეუმიდან მიეცათ 1911 წლის „სახალხო“ გაზეთის კომპლექტი. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა მუშათა მაგიდაში თითოეულ მოსამსახურე მუშაზე 10000 მანეთის შეტანას თებერვლის ზარალის ასანაზღაურებლად. გამგეობამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სეით იაშვილი სთხოვს, მიეცეს მისი წიგნების ჰონორარიდან თანხა, ან ერთბაშად ან ყოველთვიურად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა იაშვილისთვის 1-ლი თებერვლიდან თვეში 25000 მანეთი. თავის მხრივ, იაშვილს ყოველთვიურად უნდა ჩაებარებინა საზოგადობისათვის საჭირო რაოდენობის წიგნი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის განცხადება საკანცელარიო ნივთების შეძენის თაობაზე. განცხადების თანახმად, მაღაზიის გამგეს უნდა ჰქონოდა უფლება, პრეზიდიუმის ნებართვით შეეძინა საკანცელარიო ნივთები 200000 მანეთის ფარგლებში. გამგეობამ ეს წინანადება მიიღო.