რეგისტრირებული ფაქტები51659
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომართელი აუწყებს, რომ დროის უქონლობის გამო მას არ ძალუძს შეასრულოს თავმჯდომარის ამხანაგისა და გამგეობის წევრის მოვალეობა. გამგეობამ გადაწყვიტა, მოეწვია ახალი კანდიდატი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა გაერკვია საზოგადოებისა და განათლების კომისარიატის ურთიერთობის საკითხი. პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა საზოგადოების სამოქმედო გეგმა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით დოკუმენტი დასკვნისთვის განათლების კომისარს გაუგზავნეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ კოპინაშვილმა გამგეობას კავკავის ქართულ სკოლაში მასწავლებლის ადგილი სთხოვა. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, დავით ონიაშვილი, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 28 ოქტომბერს გერმანიის დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოში „ფრაიჰაიტი“ დაიბეჭდა წერილი „მოსკოვის მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ“ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრის, ექიმ პარმენ ჭიჭინაძის გარდაცვალების შესახებ. გაზეთს მოჰყავს ცნობები მისი ბიოგრაფიის, პარტიული მუშაობისა და პოლიტიკური მოღვაწეობის, ცარიზმის დროს განცდილი დევნა-გადასახლების შესახებ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 ოქტომბერს თბილისმა შეიტყო, რომ მთავრობის სასახლეში ბუდუ მდივანთან მემორანდუმის გადასაცემად მისული მუშათა დელეგაცია დაატყვევეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ამ ამბავმა საერთო აღშფოთება გამოიწვია მცხოვრებთა შორის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოში“ (N12) დაბეჭდილ წერილში „ერთა ლიგაში“, აღნიშნულია, რომ ერთა ლიგის ყრილობამ ჟენევაში მიიღო რეზოლუცია დამშეული რუსეთის, ასევე დამშეული საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სასარგებლოდ. ყრილობაზე კონსტანტინე საბახტარაშვილი ორჯერ შეხვდა ბრიტანეთის წარმომადგენელ ფიშერს, რომელმაც ინიციატივა აიღო საქართველოს დასახმარებლად, აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების მდგომარეობა გაუარესდა ბოლშევიკური რუსეთის ხანგრძლივი ოკუპაციის გამო, შვეიცარიის წარმომადგენელი ბ. მოტაც შეეხო პოლიტიკურ საკითხს, საქართველოზე გაკვრით ილაპარაკეს ბელგიელმა ანრი ლაფონტენმა და ფინელმა ენკელმა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოში“ (N12) დაბეჭდილ პარიზიდან გამოგზავნილ სამძიმრის დეპეშას პარმენ ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო ხელს აწერენ: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, ნიკოლოზ ჩხეიძე, სიმონ მდივანი, ექვთიმე თაყაიშვილი, კაკი წერეთელი, აკაკი ჩხენკელი, ბენია ჩხიკვიშვილი, კონსტანტინე საბახტარაშვილი, იოსებ ელიგულაშვილი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველო“ (N12) იუწყება, რომ საფრანგეთის პრესაში დაიბეჭდა წერილი „ახალი მსხვერპლი ბოლშევიკების ტერორის“ საქართველოს მენშევიკური პარტიის წევრის, ბოლშევიკების საპყრობილეში უდროოდ გარდაცვლილი პარმენ ჭიჭინაძის შესახებ. მოცემულია ბიოგრაფიული ცნობებიც.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვასილ ბაროვს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის ნოემბერში თედო ღლონტი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დროებითი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის ნოემბერში სილოვან ხუნდაძე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის მდივანი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს თათბირზე შალვა ელიავას ხელმძღვანელობით გამოყვეს კომისია, რომელსაც ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამოკავშირეო საბჭოს კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაევალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და ალექსანდრე მიასნიკოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დადგინდა საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვარი.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 8 ნოემბრის გაზეთი „ფორვერსტი“ წერილით „მოხუცი სილვა“ მკითხველს ატყობინებს სილიბისტრო ჯიბლაძის დაპატიმრების ამბავს და აცნობს პროლეტარიატის ძველი მებრძოლის პიროვნებას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმზე სერგი ქავთარაძეს ამიერკავკასიის ფედერაციის საკითხებზე თეზისების მომზადება დაავალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 ნოემბერს ბათუმში დაატყვევეს ყოფილი მეჯლისის (რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო მოწვეული) 25 წევრი, მათ შორის – აჭარის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე ხასან ლორთქიფანიძე, ჰუსეინ-ბეგ ბიბი-ზადე, ზია ხარაზი და სხვ., ასევე სტამბოლიდან ახლად დაბრუნებული ზია-ბეგ აბაშიძე.