ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ყოველთვის ხალისით ეკიდებოდა ბავშვებისათვის წერასა და ეს საქმე არასოდეს შეუწყვეტია.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას საოცნებოდ დარჩენია დარიალის ხეობისა და აჭარა-გურიის მთების ნახვა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისს მისი მღვდლობის იმედი ქონდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმები, გიორგი და სანდრო, სოციალისტებს თანაუგრძნობდნენ.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ბავშვობაში მის ძმა გიორგისთან ერთად შილდაში წასულა. რაღაც ხნის მერე გიორგის ცუდი ამბავი შეუტყვია − მამამისი ილარიონი გარდაცვლილა, თუმცა მას ეს ამბავი შიოსთვის დაუმალავს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მის შუათანა ძმას, პროფესიით დურგალ სანდროსა და ძმის მეგობარ კურცხალიას ყარსში დიდი საქმე აეღოთ, მაგრამ შიოს მამის გარდაცვალების გამო იქ წასვლა ვეღარ შეძლებიათ.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისის გარდაცვალებისა და ოჯახისეული სახლ-კარის დაკარგვის შემდეგ მისმა შუათანა ძმამ, სანდრომ დურგლობას თავი დაანება და ჯავაში გადავიდა დიაკვნად.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის შუათანა ძმა სანდროს თბილისიდან ვარიანში ჩამოჰყავდა პირები, რომლებსაც მასწავლებლებად ასაღებდა და მამის ოჯახში აჩერებდა. მხოლოდ დიდობაში გაიგო შიომ, რომ ყველა ის პირი სოციალისტი იყო და მთავრობისგან დევნილებს მისი ძმა მალავდა, რადგან მღვდლებს მაშინ დიდი ნდობა ჰქონდათ.

1929

ტიპი: ავტორობა

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ, 1919 წლის 3 დეკემბრის ცირკულარის თანახმად, ლეჩხუმის ერობას დასჭირდებოდა 20-30 მასწავლებელი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს პარიზიდან გაუგზავნა ღია ბარათი, რომელიც მისი ვარაუდით ბახვში ნინოობას ჩავიდოდა და შეატყობინა, რომ მეუღლესთან ერთად დროებით ცხოვრობდა პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, შემდეგ კი ბინას იქირავებდნენ.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები გაეგზავნათ მისი მეუღლის ძმის, რენე ტუსენის სახელზე და შემდეგ მისამართზე – ბერნარდინის ქ, 26, პარიზი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 18 იანვარს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სადილზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 30 იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 იანვარს, 19 საათსა და 45 წუთზე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდ პუანკარე საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად სადილად ელისეს სასახლეში იწვევდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 25 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან ბახვში მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) წერილი გაუგზავნა და მისწერა, რომ შალვა შარაშიძემ მათ გაუგზავნა ამ თვის პენსია და დაუმატა ის, რაც წინა თვეში დააკლო.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 25 იანვარს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში წერდა, რომ ახსოვდა მამის დავალებები წიგნების შეძენის, ხელნაწერის საკითხებზე მოლაპარაკებისა და სხვათა შესახებ და მათ ნაწილ-ნაწილ შეასრულებდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 25 იანვარს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებისადმი მიწერილ წერილში დიდთოვლობის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 იანვარს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იწვევს საგანგებო ელჩსა და საქართველოს სრულუფლებიან მინისტრ აკაკი ჩხენკელს სადილად ელისეს სასახლეში, რომელიც დაიწყება 19 საათსა და 45 წუთზე.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 8 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორის მისწერა, რომ რიგაში მხოლოდ მწირ ცნობებს იღებს რუსეთის შესახებ. ის ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს საინტერესო ინფორმაციის შეგროვებისთვის, სთხოვს ჟურნალ-გაზეთების გადაგზავნას. სწერს, რომ „ბრძოლის“ მხოლოდ ერთი ნომერი მიიღო.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს დომინიკანის რესპუბლიკის ელჩ ლ. ვასკესს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 9 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე უგზავნიან მადლობის ბარათს დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს საპრეზიდენტო სასტუმროში სადილზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 27 თებერვალს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 13 თებერვალს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ატყობინებს საფრანგეთის წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდენტს, გენერალ პაუსს, რომ იგი დაეხმარება საზღვაო და სახმელეთო ჯარების ჯარისკაცების დაკრძალვის მსახურებაზე, რომელიც გაიმართება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 21 თებერვალს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 14 თებერვალს აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის ჩილეს მინისტრს ჩილეს შესახებ ფილმის პრეზენტაციაზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 16 თებერვალს ფოლის ვაგრამ-ის თეატრში. ამცნობს, რომ სიამოვნებით დაესწრება ჩვენებას.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 18 თებერვალს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, ვარშავაში ახალი კლუბის "პრომეთეოსის" დაარსების შესახებ. კლუბში შედიან სსრკ-ს სხვადასხვა ერების წარმომადგენლები. კლუბის შეკრებაზე დაისვა წინადადება, რომ ყველა ერმა ერთ დღეს იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე. იოსებ სალაყაია ევგენი გეგეჭკორს სთხოვს აღნიშნულ თემაზე პასუხს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 20 თებერვალს ვარშავის მთავრობის წარმომადგენელმა იოსებ სალაყაიამ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის ითხოვს თანამდებობიდან გადადგომას.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 6 მარტს, 19 საათსა და 45 წუთზე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდ პუანკარე საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად, სადილად ელისეს სასახლეში იწვევდა.