ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, მონასტერთა საბჭოს თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი 4 ივლისიდან დამტკიცდა საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 მაისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გურიის გლეხთა მოძრაობის ბელადი, ბენია ჩხიკვიშვილი ციმბირიდან ვლადიკავკაზში იყო ჩასული და მალე სამშობლოში დაბრუნდებოდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 1 ივლისს დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნ დეპუტატთა არჩევნების მომწყობმა კომისიამ აირჩია პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ლომთათიძე, ალი-მარდან ბეგ თოფჩიბაშევი და ალექსანდრე ხატისოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 25 აპრილს თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოში პავლე ინგოროყვამ მოხსენება წაიკითხა თემაზე „რა საზღვრებში უნდა განხორციელდეს პოლიტიკურ-ტერიტორიალური ავტონომია საქართველოსი, მთიულ მაჰმადიანებისა, აზერბეიჯანისა და სომხეთისა".

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს თევდორე კიკვაძისა და მისი თანამებრძოლების დაჭერასთან დაკავშირებით გაზეთში „კავკაზი“ გამოუცხდებიათ, გურიის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტი დაიჭირესო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გადასახლება მოსთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსმა, ვანო ჯაფარიძემ ქუთაისის გუბერნატორ სმაგინს თედო კიკვაძის კავკასიიდან გასახლება მოსთხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან კიკვაძემ პირადად დაარწმუნა გუბერნატორი თავის უდანაშაულობაში.

1933

ტიპი: ავტორობა

1933-38 წლებში თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ დაწერა თავისი მოკლე ავტობიოგრაფია. ავტობიოგრაფიაში კიკვაძე ოზურგეთის მაზრის უფროს ვანო ჯაფარიძეს უსასტიკეს პიროვნებად ახასიათებდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გურიაში სახალხო მღელვარების დროს დაპატიმრებულთათვის, რომელთა შორის ყოფილა თედო კიკვაძეც, 200 ცხენოსანი ყაზახი და 50 სტრაჟნიკი მიუჩენიათ თბილისამდე გზაზე, რადგან მთავრობას რევოლუციონერთა მხრიდან თავდასხმისა ეშინოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1 ივნისს სახალხო სახლში კოტე ფოცხვერაშვილის მეთაურობით და მონაწილეობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნით, გაიმართა დიდი ეთნოგრაფიული საღამო-კონცერტი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 5 ივლისიდან გაიხსნა სამრეწველო და სემეურნეო ბანკი, რომლის თავმჯდომარედაც არჩეული იყო ვარლამ ჭილაძე, დირექტორებად – ჯაჯუ ჯორჯიკია და გიორგი სვანიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 6 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მოურავად აირჩიეს ნაფიცი ვექილი დიმიტრი კალანდარიშვილი, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ – არჩილ ჯაფარიძე.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 26 იანვარს იაკობ ცინცაძე, რომელიც პასუხისგებაში იყო მიცემული „კუტაის ვესტი"-ის რედაქტორის დუელში გაწვევისათვის, მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კანონი სახალხო მილიციის დაარსების შესახებ. მილიციაში მიღების ასაკად განისაზღვრა 17 წელი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოკლევადიანი (6 თვიანი) ჯარის მოწვევის შესაძლებლობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ ჯარში გაწვევისას უნდა გაუქმებულიყო ყველანაირი შეღავათი, გარდა ავადმყოფობისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ მობილიზაციის გამოცხადება აუცილებლად უნდა მომხდარიყო ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი იმის შესახებ, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საომარი მდგომარეობის შესახებ დეკრეტზე ეროვნულმა საბჭომ. წინადადება არ იქნა მიღებული საბჭოს მიერ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ამიერკავკასიის სეიმის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ყველა ფრაქციამ დათანხმდა ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭომ დაადგინა, რომ ჯანმრთელობისა და ტექნიკურ სექციას ექნებოდა უფლება, მათგან თითო წარმომადგენლის გაგზავნისა სათათბირო ხმის უფლებით იმ საკითხების განხილვის დროს, რომელიც ამ სექციებს შეეხებოდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რევაზ გაბაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კალენიკე ქავთარაძე ნოე ჟორდანიას პოზიციის მხარდასაჭერად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია. მან ისაუბრა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების საკითხი და მასზე აქტიური მუშაობა იყო. მანვე დაუჭირა მხარი ირაკლი წერეთელს და ღირსეული სარდალი უწოდა მას. გარდა ამისა, ნაციონალ-დემოკრატებს მან სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ნათაძე. მან მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს.