ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, დედა ნინო ივანეს ასული, მამა კონსტანტინე იოსების ძე, ძმა ბიქტორ კონსტანტინეს ძე, რძლები ნადეჟდა ნიკოლოზის ასული და პრასკოვია პეტრეს ასული სვიმონიშვილები, დედამთილი ანასტასია ალექსანდრეს ასული და მაზლი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი იუწყებოდნენ, რომ 17 მარტს ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე როინაშვილის ხელშეწყობით გიორგი რატიევი საზღვარგარეთ მხატვრობის შესასწავლად წავიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ანარქიაში ვიძირებით“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ჩიჩერინის ნოტა“.