ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 მარტს ქალაქის გამგეობის დარბაზში გამართულ ბათუმის საურთიერთო ნდობის საზოგადოების წევრთა კრებას 79 წევრი ესწრებოდა. კრებაზე ი. ნ. გოგოლაშვილმა სარევიზიო კომისიის ანგარიში წაიკითხა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 19 ივლისს საგუბერნიო ციხეში გადასასახლებლად გადაიყვანეს მასწავლებელი, დაშნაკი მირან ტეროანესიანცი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის წერილი „ბელგეთის მომავალი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ჯანსუღ თენგიზის ძე დადიშქელიანი იყო საშა (ალექსანდრე) ჯანსუღის ძე დადეშქელიანის მამა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მ. ადამაშვილის წერილი „ორიოდე მაგალითი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სადარბაზოდ იყო საფრანგეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.