ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50557

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1883 წლიდან გაზეთს პედაგოგიური განყოფილება დაემატებოდა, ვინაიდან მსგავს თემაზე გამოცემა არ არსებობდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ იოსებ ბაქრაძე, ეკატერინე გაბაშვილი, გიორგი გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, რაფიელ ერისთავი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ N12-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ ეგნატე იოსელიანი, ნიკო ლომოური, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ნანეიშვილი, თედო ჟორდანია, ნიკოლოზ ქანანოვი და სხვ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ მიხეილ ყიფიანი, გრიგოლ ყიფშიძე, სტეფანე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ხუდადოვი, დიმიტრი ჯანაშვილი და სხვ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N12) დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის „ახ, ტურფავ, ტურფავ“, რაფიელ ერისთავის „სამზითვო“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ და ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“ (დასასრული).

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი „ისტორიული კილო“, რომელშიც ავტორი ქართულ პოეზიაში გრიგოლ ორბელიანის მიერ ისტორიული კილოს დამკვიდრების დიდ ღვაწლზე საუბრობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის დეკემბერში ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1882 წლის 8 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა წერილობით შეატყობინა ილია ჭავჭავაძეს, რომ არ მოსწონდა გაზეთი „შრომა“, რადგან ძალიან არქაულ სტილში წერდნენ სტატიებს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ბათომი და ბათომელები“ დასაწყისი. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 დეკემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ბათომი და ბათომელები“ დასასრული. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლევან მჭედლიშვილს ბათუმის სკოლის დახმარებისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883 წელს მარიკ-ეფენდი ემირ-აღა-ზადე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ბ. პეტროვის მიერ დაარსებულ ქუთაისის ბიბლიოთეკას საფუძვლად პეტროვისა და ანტონ ლორთქიფანიძის ფონდი დაედო.

1883

ტიპი: მფლობელობა

1883 წელს ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკა იჯარით აიღო ა. ჭყონიამ და თავის მაღაზიასთან მოათავსა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N1; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მასწავლებლებს ჟურნალი მიეცემოდათ 5 მანეთად (ღირდა 7 მან.). მისი გამოწერა შეიძლებოდა ქუთაისში – ჭელიძის მაღაზიაში, თბილისში – შავერდოვის სააგენტოში, ალექსანდროვის ბაღთან, ბელოვის სახლში.

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883 წელს პავლე გიორგის ძე გვრიტიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1883

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, პავლე გვრიტიშვილმა 1883 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 80 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს მოლლა მელექ-ზადე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს იბრაჰიმ ბეგ აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს კაპიტანი გიორგი ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს გრიგოლ გეგენავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს სარდიონ სიმონის ძე ამირეჯიბი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.