ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51053

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ამბროსი ჭელიძე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თბილისის პირველი რაიონის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბოლოს კი ამავე ორგანიზაციის თბილისის კომიტეტის წევრი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

ამბროსი ჭელიძე, საშინელი დევნის მიუხედავად მხოლოდ ერთხელ, 1924 წლის გაზაფხულის ბოლოს, ჩაუვარდა ჩეკას ხელში. საშინლად ნაწამები რამდენიმე დღის გადაყვანილი იყო მეტეხში, როდესაც აჯანყება მოხდა და ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ჭიათურის ტექნიკუმის მოწაფე, ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.