ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51180

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, ე.წ. „ლორეს ნეიტრალურ ზონაში“ განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ომის პირველი ეტაპი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა წააგო. შედეგად, 16 თებერვლის დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წლამდე რუსეთის არმიაში ხანგრძლივი მოღვაწეობის გამო გიორგი კვინიტაძეს ქართული ენა დავიწყებული ჰქონდა, ამიტომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ენის სწავლას შეუდგა თედო სახოკიასთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით გიორგი კვინიტაძე ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა სომხეთ-საქართველოს ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვალში მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პირადი თხოვნით გენერალი გიორგი კვინიტაძე ახალციხის ფრონტზე გაემგზავრა და სარდლად დაინიშნა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის”, იგივე „ყარსის რესპუბლიკასთან“ ომში.