ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50557

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1910 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე გაზეთ „მწყემსის“ რედაქტორი იყო.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1885 წლებში გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი გაზეთ „დროების“ გამომცემელი იყო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საახალწლო“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი დავით ივანეს ძე ავალიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. ის თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1902 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-87 წლებში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი სოფ. საჯავახოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის შემოდგომაზე ვასო აბაშიძემ ვალერიან გუნია და დათიკო აწყურელი პირველად გამოიყვანა სცენაზე.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1917 წლებში ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე ტაბაკინის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-85 წლებში ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედუკუღმართი ჯალაბობა“.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლიდან გადავიდა ალექსანდრე II-ის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი დაამთავრა.

1883

ტიპი: განათლება

1883-89 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა ხშირად სტუმრობდა თეატრს.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თავისუფალ დროს მთლიანად კლასგარეშე წიგნების კითხვას უთმობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პარალელურად რეპეტიტორობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისში ხშირად სტუმრობდა თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ იმართებოდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1889-1893 წლებში, ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იაკობ ფანცხავა განაგრძობდა რეპეტიტორობას.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ თითქმის სრულად გადაიკითხა ბიბლიოთეკიდან რუსული და ევროპული ლიტერატურა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ წაიკითხა აკაკი წერეთლის ლექსების კრებული.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის გაზეთ „დროების“ №13-15-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „მასწავლებელი და მისი მოვალეობანი“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წელს გამოქვეყნდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედუკუღმართი ჯალაბობა.“

1883

ტიპი: მფლობელობა

1883 წელს ზაქარია ჭიჭინაძე ფლობდა გამომცემლობას.

1883

ტიპი: განათლება

იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიის თანახმად, 1883-1889 წლებში მას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა მეტად უადვილდებოდა და თავისუფალი დროც ბევრი ჰქონდა.