რეგისტრირებული ფაქტები46127
სორტირება თარიღი მზარდობით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მე-19 საუკუნეში იერუსალიმში არსებული წმ. ნიკოლოზის, წმ.აბრაამის, წმ. თეოდორეს და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიებზე ჯერ კიდევ იყო ქართული წარწერები შერჩენილი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მე-19 საუკუნეში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ინახებოდა მაცხოვრის ძველი ხატი მდიდრული მოჭედილობით და ორი ქართული წარწერით, რომელთაგან ერთი შედარებით ახალი იყო და 1770 წელს ეკუთვნოდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იერუსალიმში არსებული ქართული მონასტრებიდან ძალიან ბევრი ნივთი დაიკარგა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მეფის მიერ იერუსალიმში ჯვრის მონასტერი დაფუძნდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1099 წელს იერუსალიმში შესული ჯვაროსნები ქართველთა მონასტრის ბრწყინვალებას აღწერდნენ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ როსტომ მეფის მეუღლის, მარიამის მიერ ქართული ანბანით ნაქარგი ომოფორი ქრისტეს საფლავის ტაძარში ინახებოდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტერში ინახებოდა 138 ქართული წიგნი, მეათე საუკუნის სასულიერო შინაარსის ხელნაწერი 61 ეტრატი, და ქაღალდის ხელნაწერები (დაწყებული მეცამეტე საუკუნიდან).
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტერში ინახებოდა მე-11 საუკუნეში ქართულად გადაწერილი ბიბლია.(ეს იყო სიძველით მეორე ბიბლია, პირველი ეკუთვნოდა მე-10 საუკუნეს, რომელიც ივერთა მონასტერში ინახებოდა).
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ იორდანეს მახლობლად, წმ. საბას მონასტერში მე-15 საუკუნის პაპირუსზე ქართულად ხელნაწერი ლოცვანი აღმოაჩინეს.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N5-6; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ალექსანდრე ავქსენტის ძე. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე, წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯვრის მონასტრის მახლობლად მდებარეობდა სოფელი მალხა, სადაც ქართველების (გურჯების) შთამომავლები ცხოვრობდნენ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ ათონის მთაზე მდებარეობდა სოფელი ერისო, სადაც ქართველების (გურჯების) 40 ოჯახი ცხოვრობდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის (გადაღმელი) პუბლიკაცია „ლიუტერი“ (ლუთერი) და პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა განყოფილების სტუდენტის, ალექსი გრაენის სტატია „რამდენიმე შენიშვნა“ (ადგილობრივის ელემენტის შესახებ ძველის ქართულის მითოლოგიისა).
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვითაც მიხეილ საბინინმა საზოგადოებას შესწირა გიორგი ავალოვის მიერ იამბიკოდ თქმული და 1839 წელს მოსკოვში გადაწერილი ხელნაწერი წიგნი „ხმა ცოდვილისა ღმრთისადმი“.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვიგებთ, რომ საზოგადოება მესტიის სამრევლო სკოლას (გამართა მიხეილ ქურციკიძემ. ჰყავდა 20 მოსწავლე) სასწავლო ნივთებითა და წიგნებით დაეხმარა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლის მიხედვით სამეგრელოს მთავარმა ნიკოლოზ დავითის ძე დადიანმა საზოგადოებას შოთა რუსთაველის ძვირფასი სურათი შესწირა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გარდაცვალების გამო დიმიტრი დავითის ძე ჯორჯაძე, ისრაფილ-ბეგ იედიგაროვი, იასონ დიმიტრის ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი და სერგეი სიმონის ძე მესხი გამოაკლდნენ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი იყო, ხოლო მოადგილე – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1883 წლის 15-დან 1884 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: გიორგი ქართველიშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სერგეი მესხი და დიმიტრი ჯანაშვილი.