რეგისტრირებული ფაქტები46253
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ სწავლის საყოველთაო შეწყვეტის გამო ძალიან შემცირდა წიგნის მაღაზიის, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემოსავალი. მაგ.: 1904 წელს კავკავის სკოლაში შემოსავალი 2039 მანეთი იყო, 1905 წელს კი – 1417 მანეთი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
ხატვის მასწავლებელმა ბარბარე იაგორის ასულმა ბაისოგოლოვამ თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ მან 1915 წელს გიმნაზიას სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პეტროგრადში წავიდა ხელოვნების აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად და მოწმობის ასაღებად. იქ კი შეტყობინება მიიღო, რომ გიმნაზიამ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება არ დაუკმაყოფილა, რის გამოც გამოცდების ჩაბარება შეწყვიტა. ბარბარე ბაისოგოლოვას გამოცდები 20 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე გრძელდებოდა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი მოსკოვში იყო ალექსანდრე დიმიტრის ძე კვალიაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოებას 11 ბიბლიოთეკა ჰქონდა. წინა წელს ბიბლიოთეკებში 18143 ქართული და რუსული წიგნი იყო. 1905 წელს ბიბლიოთეკას ჰყავდა 5314 მკითხველი და სამკითხველოში ნამყოფი იყო 34743 ადამიანი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1903-1904 წლებში საზოგადოების სკოლებში სწავლობდა 1350 მოსწავლე, წინა წელთან შედარებით – 113-ით მეტი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: დავით სამსონის ძე კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი (საბაევი), გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კირილე წიქვაძის, გიორგი ხუციშვილის, დიმიტრი ივანეს ძე ხიმშიევის, არჩილ ონისიმეს ძე ხიზანიშვილის, მამანტი არსენის ძე ხახუნაიშვილის, მიხეილ გიორგის ძე ჭიშკარიანისა და ლუარსაბ ჯაშის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ხუციშვილმა ელექტროტექნიკურ სასწავლებელში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ილია ტოროშელიძის, ვლადიმერ ყანჩელის,სპირიდონ სპირიდონის ძე ჩომახიძის, რაისა ჩიხლაძის, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილის, მარიამ ლევანის ასულ ციციშვილისა და ვალერიან ანტონის ძე ძნელაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მოსახსენებელი პანაშვიდი წიწამურში გადაეხადათ, ხოლო 30-ში – მთაწმინდაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილს იანვრის, თებერვლისა და მარტის ჯამაგირი 27.51 მანეთი გადაუხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ღვარდიის სკოლაში გაეგზავნათ „დედა ენის“ პირველი ნაწილის 20 ეგზემპლარი. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში სერგო მდივანოვისთვის 9 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების მარტის ხარჯთაღრიცხვა. პირველ ბიბლიოთეკას დარჩა 7 მან. 88 კაპ. მეორეს – 14 მან. 96 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 5 მან. 50 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.