ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47898

1938

ტიპი: ავტორობა

1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე საქართველოს წიგნის პალატის დირექციის მიწვევით „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შედგენაზე მუშაობდა.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938-1941 წლებში ქრისტინე შარაშიძე „ქართული წიგნის“ ბიბლიოგრაფიის შესადგენად მოსკოვსა და ლენინგრადში იყო მივლინებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 6 ივნისის ბრძანებით, სამმართველოს სამეურნეო ნაწილის მოანგარიშე ვიტოლდ რიპინსკის ავადმყოფობის გამო 10 ივნისიდან მიეცა ორკვირიანი შვებულება ხელფასის შენარჩუნებით. დაამოწმა ი. პეტრენკომ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 მაისის ბრძანებით ინჟინერ თუმანოვის კავკასიის ოლქის ტერსკის განყოფილების სახალხო საბჭოში გადასვლის გამო კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს სიიდან ამ განყოფილებისა და დისტანციის ყველა მოსამსახურე ამოიშალა. დისტანციის უფროსი კვეშჩინსკი და ტექნიკოსები ივანოვსკი და დუდუკალოვი თბილისის განყოფილების მე-5 დისტანციაში გადავიდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 18 მაისის ბრძანებით, 1 აპრილს კავკასიის მდინარეების შემსწავლელი მეორე საძიებო პარტიის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლებულ ინჟინერ კრიუკოვისთვის უნდა მიეცათ თვეში 400 რუბლის ოდენობის სარგო 1917 წ. ნოემბრიდან და ამ სარგოს შესაბამისად – შტატგარეშე დახმარება მდგომარეობის მიხედვით.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 26 იანვარს გამოცემული ხელშეკრულების საფუძველზე ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, დაეწერა წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის შემდეგ თემებზე: ბარათაშვილის წრე, ცნობები პოეტის მშობლებისა და ნაცნობების შესახებ, კრიტიკული ბიბლიოგრაფიული ლიტერატურა ბარათაშვილზე.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის შედგენილი წერილისთვის ქრისტინე შარაშიძის ჰონორარი განისაზღვრა 350 მანეთით, რომლის 50 პროცენტს ის მიიღებდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, 25 პროცენტს _ მასალის ჩაბარებისას და დანარჩენ 25 პროცენტს _ წიგნის გამოსვლის შემდეგ, არა უგვიანეს ერთი კვირისა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 26 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ და აკაკი ჭყონიამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქრისტინეს ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის წერილის დაწერა დაევალა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა საკატალოგო აღწერილობის შემმოწმებელმა კომისიამ ქრისტინე შარაშიძის ნამუშევარი შეამოწმა. გაირკვა, რომ მან შეადგინა 181 ხელნაწერის საკატალოგო აღწერილობა და აღწერა 2276 სტატია.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა საკატალოგო აღწერილობის შემმოწმებელმა კომისიამ ქრისტინე შარაშიძის ნამუშევარი შეამოწმა. კომისიას წარმოადგენდნენ განყოფილების გამგე კონსტანტინე გრიგოლის ძე გრიგოლია და იმავე განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი შალვა გოზალიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს აწვდის მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიას და სთხოვს, დაამტკიცოს იგი მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად 1913 წლის 20 აგვისტოდან ამავე გიმნაზიაში. ის წერს, რომ აბდუშელიშვილის ასული არის გამოცდილი მასწავლებელი და რომ კარგად აქვს დაყენებული კლასში სწავლის საქმე, რაც მისი ბავშვების ცოდნიდან ჩანს. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგის განკარგულებით, მუზეუმის ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილება საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ფონდის პერიოდიკის ნაწილით შეივსო.

1934

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-1935 წლების ჩანაწერების მიხედვით, როდესაც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ფონდის უნივერსიტეტისთვის გადაცემის საკითხი გადაწყდა, გაირკვა, რომ მას ბევრი წიგნი აკლდა.

1934

ტიპი: თანამდებობა

ქრისტინე შარაშიძის 1934-35 წლების ჩანაწერების მიხედვით, მას საქართველოს მუზეუმში მუშაობის ბოლო წლებში წიგნების გაცემა აღარ ევალებოდა, არამედ კვლევით სამუშაოს ასრულებდა.

1935

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერის მიხედვით, 1935 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორის ბრძანებით უნივერსიტეტის მარჯვენა ფრთიდან მარცხენაში ბიბლიოთეკის აპარატურა და 40 000-ზე მეტი წიგნი გადაიტანეს.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმის წიგნსაცავების ხელნაწერები საქართველოს მუზეუმში გადაიტანეს.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წლის 15 ოქტომბერს, 8 საათზე, თბილისის საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქრისტინე შარაშიძე რუსთაველის სახელობის თეატრის საკონცერტო დარბაზში საქართველოში პირველი სტამბის დაარსების 250 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიწვია.

1980

ტიპი: ავტორობა

1980 წელს მარიამ ყაუხჩიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს აკაკი წერეთლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი ტექსტის დაწერა და ქუთაისში გამართულ საღამოზე სკოლის სახელით წაკითხვა დაავალა.

1970

ტიპი: ავტორობა

საგანგებო ბატალიონის გვარდიელების გაერთიანებულმა კრებამ (კრების თავმჯდომარე ჯუღელი და მდივანი ე. ბროკიშვილი) სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის უფროსს სტუდენტი გვარდიელების, დავით ორაგველიძისა და ივანე კვაჭაძის შესახებ მთავარ შტაბში ინფორმაციის გადაგზავნა დაავალა. ჯუღელმა და ე. ბროკიშვილმა ამ პირების შესახებ ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნეს.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 5 მარტს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უპასუხა ქრისტინეს კრიტიკას თავის სამეცნიერო წერილზე და განიხილა 7 სადავო საკითხი.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში საქართველოს მუზეუმის დირექციამ მიიღო ქრისტინე შარაშიძის პროექტი ქართული ნაბეჭდი წიგნების სრული კატალოგის შედგენის შესახებ.