რეგისტრირებული ფაქტები47856
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 4 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე აბაშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მელიტონ ოსიპოვისთვის წინარეხის სკოლის სადურგლო სამუშაოების თანხის – 100 მანეთის გადახდის შესახებ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის რეალური სასწავლებლის მასწავლებელი პართენ გოთუა დაენიშნათ კავკავის სკოლის გამგედ ტიტე კახიძის მაგივრად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის აგვისტოში ივანე კილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ქუთაისის საკვირაო სკოლისთვის საზოგადოების მაღაზიიდან შეღავათიან ფასად მიეცათ წიგნები, რომელთა სიაც დართული ჰქონდა თხოვნაზე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ კავკავის სკოლაში მარიამ გვარამაძის მაგივრად მოეწვიათ სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებული, რომელსაც სემინარიაში ნასწავლი ექნებოდა მებაღეობა-მებოსტნეობა და გალობა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ანასტასია წერეთლისთვის სურათების თანხის – 12 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით ავალიანის თხოვნა წიგნების შეღავათიან ფასში მიცემის თაობაზე. გამგეობამ საზოგადოების გამოცემების 20 %-იანი ფასდაკლებით მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, სკოლაში მარიამ გვარამაძის ნაცვლად სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებულის მიწვევის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, კანდიდადატი სკოლის გამგეს, ტიტე კახიძეს უნდა შეერჩია.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა მოხსენება ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილის სწავლის საფასურის თანხის გაზრდის შესახებ. ისინი სწავლობდნენ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში და წინა წელს გამგეობა საფასურს ფოტოსახელოსნოს ხარჯით უხდიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე კილაძის თხოვნა საზოგადოების წიგნების შეღავათიან ფასად მიცემის თაობაზე. გამგეობამ საქმისმწარმოებელს დაავალა, მომდევნო სხდიმაზე წარმოედგინა მოთხოვნილი წიგნების ღირებულება.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 12 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დამტკიცებული ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ბანკის მსახურის საახალწლო საჩუქარისთვის 6 მანეთი გასცა, ფოტოგრაფიის სამრეწველო ხარჯისთვის – 14. 40. ოქმს ხელი მოაწერა გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1908
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, კირილე ჯაჭვაძე, ილია ჯიშკარიანი, თეოფანე ჯაყელი, დავით ჯორჯაძე ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთს იხდიდნენ.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, გიორგი უსეინაშვილი, ნოე უზნაძე, პორფილე ფანჯავიძე, არჩილ ფარესიშვილი, სტეპანე ფარქოსაძე, იაკობ ფხაკაძე, ზაქარია ფორაქიშვილი, შიო ქუჩუკაშვილი, გრიგოლ ქურდიანი, ვერა ქართველიშვილი – ყოველწლიურად იხდიდნენ საწევრო 3 მანეთს.
1908
ტიპი: სტატუსი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ტერეზა ხმიადაშვილი, ნოე ხომერიკი, ილია ხუციშვილი, პეტრე ხუმარაძე, ლუკა ჯავახიშვილი, ალექსანდრე ჯაბადარი, თამარა ჯიჯავაძე, ეპიფანე ჯაოშვილი, ათანასე ჯვარიშეიშვილი, იოსებ ჯანგველაძე ყოველწლიურად იხდიდნენ საწევრო 3 მანეთს.