რეგისტრირებული ფაქტები47795
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის ბიძა ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ელენე გრიგოლის ასული ამირაჯიბი და დარია გრიგოლის ასული თუმანოვისა მწუხარებით აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ გარდაიცვალა ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში ლატარეა-ალეგრი აპრილის დამლევს ან მაისის დასაწყისში გაიმართებოდა. მსურველებს შესაწირი უნდა გაეგზავნათ ოლღა ჭავჭავაძის სახელზე ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მარტს ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრების თავმჯდომარე მალევსკის თარჯიმანი ლუარსაბ ლოლუა იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 27 მარტს ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრებაზე ბანკის დირექტორად კირილე ლორთქიფანიძე აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მარტს ქუთაისში გაიმართა საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარეობაზე ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანმა უარი განაცხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ელენე გრიგოლის ასული ამირაჯიბი და დარია გრიგოლის ასული თუმანოვისა ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილის გასვენება მოხდებოდა 1888 წლის 28 მარტს ელიმირზოვის სახლიდან, რომელიც ახალბებუთოვის ქუჩაზე მდებარეობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალქალაქიდან მიიღეს წერილი ილია ალხაზაშვილისგან, რომ 1888 წლის 28 მარტს უბედური შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა ვარძიის მონასტრის წინამძღოლი მამა კალისტრატე, რომლის დახმარება სთხოვეს ახალციხის მაზრის უფროსს ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 აპრილს თბილისის თეატრში მხატვარი ფილიპოვიჩი დრამატულ სცენისმოყვარეთა, ა. თამაზაშვილისა და გ. კანდელაკის, სასარგებლოდ საღამოს გამართავდა, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა სურათები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. წარმოდგენის დასასრულს ციციშვილი, ზურაბიშვილი და 6 წლის კობიევი შეასრულებდნენ ლეკურს, ხოლო ჯაფარიძე – კინტაურს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიამ კლდიაშვილ-ძნელაძისამ, ჭელიძისამ და ვლადიმერ ჟღენტმა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სტამბოლიდან მიიღებული ცნობის თანახმად, აპრილის დამდეგს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე ათონის ქართველთა მონასტრის მონახულებისა და იქაური წიგნსაცავის გაცნობის შემდეგ თბილისში დაბრუნდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელი აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანს სურდა თეიმურაზ მეფის ლექსების დაბეჭდვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელ აპრილს ავლაბრის წმ. მარინეს სამხედრო სკოლაში გაიხსნა ქალების განყოფილება, რომელშიც ასწავლიდა პედაგოგი პავლოვისა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 3 აპრილს ბანკის თეატრში გაიმართებოდა 1-ლი სასიმფონიო კრება თბილისის სამუსიკო საზოგადოებისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა ზარუდნაია, გორსკი და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 4 აპრილს საადგილმამულო ბანკის თეატრში დაგეგმილი იყო იონა მეუნარგიას პირველი ლექცია გრიგოლ ორბელიანის შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგურამოში მცხოვრებ გლეხ ივანე ბულაშვილს ბეგარაში წასვლის გამო თავისი საქმის დატოვება მოუხდა და საქონელიც უპატრონოდ დარჩა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აპრილს კავკასიის შტაბის სადგომში გაიმართებოდა საგეოგრაფიო საზოგადოების კრება, რომელზეც მოხსენებას წაიკითხავდნენ ნიკოლაი ნატოვიჩი ქიშმირისა ლადანისა და მცირე ტიბეტის ქვეყნის შესახებ, ხოლო გაბრიელ ხატისოვი – ყაზბეგის მყინვარზე.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი ახალციხის მაზრის უფროსი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიგოითში მაჭუტაძის ტყიდან სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჰქონდათ შეშა, რაც ტყის გაჩეხვასთან ერთად ახალი სათესი მიწების მატებასაც მოასწავებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მიხეილ ნასიძის ახალი წიგნი „ქართველი მწერლები, ვახტანგ მე-VI-ე“, რომელიც დაიბეჭდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში და 3 შაური ღირდა.