ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს დიმიტრი არაყიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი სიმღერების დაბეჭდვა და მოგების შუაზე გაყოფა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ნიკოლოზ ივანეს ძე კეზელისთვის ყალამშიის სკოლის აშენების შეხსენების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11555.69 მანეთი, სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1458.98 მანეთი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბიბლიოთეკა-მუზეუმის შენობის საკითხის მოსაგვარებლად კომისიის წევრებად აირჩიეს: ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ალექსანდრე ხახანაშვილისთვის ეთხოვათ მოსკოვის საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებებთან შუამდგომლობა, რათა მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის თავიანთი გამოცემები უსასყიდლოდ გადაეცათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წინარეხის სკოლის მასწავლებელს ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ჯამაგირი 18. 34 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ექვთიმე ხელაძეს ივანე კრილოვის არაკების დასაბეჭდად 36.60 მანეთი გადაუხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობამ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს სარევიზიოდ 30 მანეთი გადასცა, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს – 50, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას – 30 და პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს – 5 მან.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 900 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ ბადრიძეს წიგნის ყდების სანაცვლოდ 51.10 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „დედაენის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 500 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 95.30 მანეთი გადაუხადა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ზაქარია მიხეილის ძე საფაროვმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თიხის ქოთანი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვლადიმერ ივანეს ძე ნატრაძის თხოვნა ავანსად ორასი მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მას ასი მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ლაზარევს 9.20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლის მასწავლებელს სექტემბრის ჯამაგირი 35 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 108.16 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ივლისის ჯამაგირი 17.95 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბიბლიოთეკის დასაზღვევად 47.70 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მუზეუმის დასაზღვევად 99.34 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ბადრიძეს 49.75 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მაქსიმე შარაძეს საბარათიანოს შესახებ სტატიის დასაბეჭდად 144 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ტარას მომცელიძეს 28.80 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 2.40 მანეთი გადაუხადა.