ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50553

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს სოფელ ტოლათსოფლის სკოლის მოსწავლეებსა და მოსახლეობასთან დამშვიდობებისას ვასილ კოპტონაშვილსაცა და იქაურებსაც ტირილი დაუწყიათ, იმდენად ენანებოდათ ერთმანეთთან განშორება.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძემ ჩააბარა ხარკოვის საბეითლო (ვეტერინარულ) ინსტიტუტში, საიდანაც სტუდენტური გამოსვლების გამო გარიცხეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის ბოლო, მე-6 წელს სემინარიაში გათავისუფლდა გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს ნახევარხარჯიანი სტიპენდია, რომელიც მალევე თედო კიკვაძეს დაუნიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს საქართველოში დაბრუნებულ თედო სახოკიას ეგონა, რომ სხვებზე მეტად იცოდა ქართული ენა, თუმცა ქართლში ყოფნამ და ქართლელებთან ურთიერთობამ იგი დაარწმუნა, რომ კიდევ ბევრი შრომა სჭირდებოდა ამ მიმართულებით

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თედო სახოკია ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გამოქვეყნებულ ვასილ კოპტონაშვილის ნაწარმოებში „აღდგომა დღეს“ მოთხრობილია აღდგომა დღეს წითელი კვერცხების გატეხვისათვის კაცის მოკვლის ამბავი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-90 წლებიდან თევდორე კიკვაძე ეცნობოდა მარქსის მოძღვრებას სხვა ავტორთა წიგნების მეშვეობით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიამ დაასრულა მეგრული ანბანის შეთხზვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიას მიერ შექმნილი მეგრული ანბანით დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულ ენაზე თარგმნა, მაგრამ ეს თარგმანები სამეგრელოს სამღვდელოებამ უარყო.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 2 იანვარს დაიბადა ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისში, მართლმადიდებელთა ოჯახში.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ სერგეი ფარეიშვილმა ოზურგეთში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ანგარიში გამოაქვეყნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თადა აშორდიამ მეგრული დამწერლობის დაარსება გადაწყვიტა და მეგრული ანბანი შეადგინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის დასმა ბათუმში „შეშლილია“ და „გემრიელი ლუკმა“ წარმოადგინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში ტყავზე დაწერილი მეცხრე საუკუნის მანუსკრიპტი აღმოაჩინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 6 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანმა და მარიამ ალექსანდრეს ასულმა ორბელიანმა ბალი გამართეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლივერ უორდროპი საქართველოში მოგზაურობის დროს თელავში ჩავიდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია ჯონ ოლივერ უორდროპის კავკასიაში მოგზაურობის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯონ ოლივერ უორდროპი საქართველოს შესახებ დაწერილ წიგნში „საქართველოს სამეფო“(The Kingdom of Georgia) აღნიშნავდა, რომ საქართველოში სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თავისი თხზულებებისა და მოთხრობების – „ელისოს“ და „მოძღვრის“ გამოცემებს საზოგადოებას ნახევარ ფასად გადასცემდა იმ პირობით, რომ თანხის სანაცვლოდ ისინი „დედაენასა“ და „ბუნების კარს“ გაუგზავნიდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო სკოლას 40 თუმანი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ახალციხესა და ახალქალაქში მოგროვებული 23. 36 მანეთი გადასცა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სინოდს მოეწონა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ და სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიებში ამ გრამატიკის სწავლება გადაწყვიტა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვარლამ ჭიჭინაძის წერილი სამეურნეო საზოგადოების შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“ გამოსცეს.