რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ოლღა გიორგის ასული ხოფერია ხელმძღვანელობდა. საზოგადოების გამგეობაში იყვნენ: ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ალექსის ძე ჯიჯიხია, დიომიდე პავლეს ძე მდინარაძე, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და მღვდელი გიორგი ვასილის ძე გამზარდია. 1911 წელს საზოგადოებამ გამართა 14 სხდომა, გაირჩა 41 საქმე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება აკაკი წერეთლის იუბილეს აღნიშვნის თაობაზე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბესარაბიის მეღვინე-მევენახეობის სკოლის მოსწავლეs, იაკობ ორჯონიკიძეს სტიპენდია დაუნიშნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 მაისისათვის ალექსი პეტრეს ძე ჭანტურია და პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ. განყოფილებას იმ დროისთვის 4 ბიბლიოთეკა ჰქონდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებაში 49 წევრი იყო. განყოფილების შემოსავალი 340 მანეთსა და 40 კაპიკს, ხოლო ხარჯი 167 მანეთსა და 20 კაპიკს შეადგენდა. განყოფილებას ოლღა გიორგის ასული ხოფერია ხელმძღვანელობდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იაკობ ორჯონიკიძის თხოვნა ექვსი თვის სტიპენდიის – 75 მანეთის წინასწარ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დატოვა.
1911
ტიპი: გარდაცვალება
1911 წელს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე. 1912 წლის პირველი იანვრისათვის საზოგადოებაში 9 საპატიო, 9 დამფუძნებელი და 1493 ნამდვილი წევრი ირიცხებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ოლღა გურამიშვილის თხოვნა ყოველთვიურად 25 მანეთის მიცემის შესახებ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: პარმენ დავითის ძე გამყრელიძე, კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე და კირილე სიმონის ძე ჭელიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს „დედაენის“ გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან 500 მანეთი გადაუხადა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ევგენი მიხეილის ძე კრინიცკი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 163 წევრი, ინახავდა ერთ სკოლას, შემოსავალი შეადგენდა 5635 მანეთს, გასავალი – 5535 მანეთსა და 98 კაპიკს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი მაისიდან 23 მაისამდე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ჩარკვიანისთვის კონვერტების დასაბეჭდად 2. 75 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 3. 60 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ მომგებიანი ბილეთების დასაზღვევად გაიცა 12 მან. 35 კაპ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, მიხეილ დავითის ძე ცისკარიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, ანასტასია რაფიელის ასული კახიძე. 1911 წლის განმავლობაში ჩატარდა გამგეობის 17 სხდომა, განიხილეს 23 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი. 1911 წელს გაიმართა გამგეობის 17 სხდომა, გაირჩა 23 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას (დაარსდა 1911 წელს) ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 30 წევრი ჰყავდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი, მიხეილ იგორის ძე ელიოზიშვილი, პარმენ ქველის ძე ჯაფარიძე, ივანე დიმიტრის ძე კვალიაშვილი, ანტონ ანტონის ძე კასრაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ ზაქარია პართენის ძე კიკნაძე და სოლომონ ხუციშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს 3 მაისის სეირნობისა და ლატარიის ანგარიში, რისი შემოწმებაც ალექსანდრე მდივანს დაევალა.