რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძე ხმათა უმრავლესობით მმართველობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 20 მაისს სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ივანე მაჩაბელი ხმათა უმრავლესობით ბანკის დირექტორად აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 მაისს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ, ბანკის მეორე დირექტორმა და ზედამხედველი კომიტეტის წევრებმა უარი განაცხადეს ახლად არჩეულ დირექტორ ივანე მაჩაბელთან ერთად მუშაობაზე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის მაისის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ თბილისსა და საგურამოში უმასპინძლა საქართველოში მეორედ ჩამოსულ მარჯორი სკოტ უორდროპს, რომელსაც თან ახლდა დედა მარჯორი უორდროპი, მამა თომას კოლდუელ უორდროპი და უმცროსი ძმა თომას სკოტ უორდროპი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მიერ ზემო იმერეთში ჩაწერილი გარსია ღონღაძის ნაამბობი ზეპირი გადმოცემანი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალის“ ცნობით 20 ივნისიდან კბილის ექიმი ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე პაციენტებს ნიკოლოზის ქუჩაზე (№21), „ივერიის“ რედაქციის შენობაში მიიღებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 ივნისს სამეცნიერო აკადემიამ მოსე ჯანაშვილსა და მის კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომელიც ეხებოდა მათ ნაშრომს „Картвельский язык и его сравнительная грамматика“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ივნისს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხვედურეთის წყლებზე წასასვლელად ერთთვიანი შვებულება და 10 თუმანი სთხოვა.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 9 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ივანე როსტომაშვილს მისწერა და მარჯორი და ოლივერ უორდროპებისთვის თელავში ღირსეული მეგზურობის გაწევა სთხოვა.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი და ოლივერ უორდროპები თელავში გაამგზავრა.
1896
ტიპი: თანამდებობა
ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძე იუწყებოდა, რომ 1896 წლის პირველი აგვისტოდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი მასწავლებლად მსახურობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი (1876 წლის 1-ელ ივლისამდე) ილია ჭავჭავაძისა და ბანკის დირექტორების ხელმოწერით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896-97 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 45 მან., მისაღები იყო 90.60 მან.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 25 მან.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 18 სექტემბერს დავით კარიჭაშვილმა მისწერა სამსონ ყიფიანს, რომ მისი თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების გაგზავნის შესახებ მოხსენდა გამგეობას და რადგან აღმოჩნდა, რომ მათგან ორი მესამედი ნაღდი ფულით იყო შესაძენი, გამგეობამ დაადგინა, სკოლისთვის გაეგზავნათ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები, რვეულები და დიდებულიძის არითმეტიკა, ასევე, 25 მანეთის ქვითარი. დანარჩენი წიგნები სკოლას ადგილზე უნდა შეეძინა ან შესასყიდი თანხა საზოგდოებისთვის გაეგზავნათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ბანძის ორკლასიანი სასწავლებელი აკურთხა.
1896
ტიპი: ღონისძიება
მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წელს ახალმიღებული ჰყავდათ 25 მოსწავლე, რომლებიც შემოდიოდნენ 20 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. 17 მოსწავლეს უარი ეთქვა სკოლაში მიღებაზე, რადგან სურვილი განაცხადეს დაგვიანებით, იანვარში, გარდა ამისა, სკოლას გადაწყვეტილი ჰქონდა, 50 ბავშვზე მეტი არ მიეღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896-97 წლებში სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 1896 წელს − 117.60 მან., 1897 წელს − 18 მან., სულ − 135 მან. და 60 კაპ. ღირებულების წიგნები.
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896 წლის 20 სექტემბერს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 50 ცალი დედაენა, თითო − 32 კაპიკად, სულ − 16 მანეთის, 50 რუსკოე სლოვო, I ნაწილი − 32 კაპ. − 16 მან., 60 რუსკოე სლოვო, II ნაწილი − 32 კაპ. − 19.20 მან., 300 რვეული − 4 კაპ. 12 მან., 40 ბუნების კარი − 70 კაპ. − 28 მან., 40 „იავნანამ რა ჰქმნა“ − 8 კაპ. − 3.20 მან., 120 „მოსავლის მცველნი“ − 16 კაპ. 19.20 მან., 50 „თავდადებულნი ქართველნი“ − 8 კაპ. − 4 მან., ჯამში 117.60 მანეთის.