ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დარია ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილის და ეკატერინე ალექსანდრეს ასულ ვახვახიშვილის კურდღელაურში მდებარე 7 დესეტინასა და 390 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვლადიმერ ივანეს ძე ჯანდიერის ვაჩნაძიანში მდებარე 3 დესეტინასა და 1000 კვადრატულ საჟენ ვენახს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში დაიბეჭდა მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“ ფილიპე მახარაძის წინასიტყვაობით დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი სამგზავრო ეტლს ჰყიდდა. მყიდველებს მისთვის სათავადაზნაურო ბანკში უნდა მიემართათ.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში გიორგი ნიკოლოზის ძე სხირტლაძეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო თეატრთან, რესტორანი „ზამთრის ბაღი“ ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ბათუმის ხმოსნების კრება გაიმართა. სხდომის დადგენილებით ბათუმის მოურავი ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქალაქის პრობლემების უმაღლეს მთავრობასთან განსახილველად პეტერბურგში უნდა წასულიყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა და ვას. ჯაფარიძემ 1897 წლის ქართული კალენდარი გამოსცეს. კალენდრის გამოყენება კათოლიკებსა და სომხებსაც შეეძლოთ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ზაქარია გიორგის ძე ერისთავის წერილი, რომელშიც ავტორი თავადაზნაურობას „საურთიერთო დახმარების კასის“ შექმნას სთავაზობდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში ექვთიმე ხელაძის სტამბაში რუსულად დაწერილი ილია ხონელის წიგნი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გორის სემინარიის დირექტორმა ალექსანდრე სლოვინსკიმ სემინარიის მოსწავლეთა კარგი მასპინძლობისთვის წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველს, ილია წინამძღვრიშვილს მადლობა გადაუხადა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა კონსტანტინე გურიელისა და თეოდორე ჩხარტიშვილის წერილი, რომელშიც ისინი საზოგადოებას შემოქმედში უფასო სახალხო სამკითხველოს დასაარსებლად წიგნებითა და თანხით დახმარებისაკენ მოუწოდებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მთავარ როლებს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრა კარგარეთელის, ვასო აბაშიძის, სვიმონ სვიმონიძის, გედევან გედევანოვის, კოტე შათირიშვილისა და კანდელაკის მონაწილეობით სპექტაკლი „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ დადგა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ მარიამ და შალვა დადიანებმა მადლობა გადაუხადეს მოქალაქეებს თანაგრძნობისთვის ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის გარდაცვალების გამო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ზაქარია ჩხიკვაძის წერილი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 8 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომლის ცოლი სავიცკაია გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის დასკვნით სავიცკაია მოწამლული იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 8 ნოემბერს კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე გივის ძე ამილახვარი, ტატიშჩევი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ზავადსკი და სხვ. თბილისის იუნკერთა სასწავლებლის ეკლესიის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ევგენი იოსების ძე კერესელიძე მათე იოსების ძე კერესელიძის ძმა იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს გენერალ ალხაზოვის დასაფლავებას ესწრებოდნენ ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე, ივანე გივის ძე ამილახვარი, ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა საფაროვა-აბაშიძისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“ დადგა.