ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ 12 საათზე სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გაიმართებოდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნად შემდგარი საიუბილეო კომიტეტისა და საზოგადოების კრება.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 ნოემბერი“ („იყოს თუ არა ევროპაში ოსმალეთი?...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო კომიტეტს შეხვედრა უნდა გაემართა საზოგადოებასთან შემუშავებული პროგრამის გასაცნობად და თარიღის დასადგენად, იუწყება გაზეთი „ცნობის ფურცელი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბოსტნეულ-ბაღჩეულობის კავკასიის პირველ გამოფენაზე ვერცხლის მედალი აიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისში საბჭოს მდივნის არჩევნები უნდა გამართულიყო. ამ არჩევნებში კენჭს საბჭოს ყოფილი მდივანი სტეფანე ჭრელაშვილი იყრიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. კრებაზე გადაწყდა, რომ კომისიის წევრად გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი მიეწვიათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. თათბირს კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავმჯდომარეობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე წარმოადგინეს ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ შედგენილი ინსტრუქცია სკოლების მართვის შესახებ, რომელიც საზოგადოებამ გადასაწერად და დასამტკიცებლად მმართველობას გადასცა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ მოხსენება გააკეთა კავკავის სკოლის მართვის ინსტრუქციის შესახებ, რომელიც ამავე სკოლის სამზრუნველომ შეადგინა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების სკოლების საოჯახო კომიტეტების ინსტრუქცია, რომელიც შეადგინა ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გადასცეს 16 მან., დიასამიძეს – 25, ანასტასია წერეთელს კი – 6 მან. ასევე გაიცა თანხა სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, მაგ.: მ. შურღაიასთან წიგნების გასაგზავნი – 26 კ., არ. კალანდაძესთან – 26 კ., ილია იმერლიშვილთან – 47 კ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 2 მან., კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1 მან. და ალ. არაბიძესთან – 62 კაპ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ვლადიმერ ლესევიჩმა თედო სახოკიას ისეთი მეგრული ზღაპრის მოძებნა და მიწოდება სთხოვა, რომელშიც ვხვდებით ე. წ. „დამცირების გმირს“. ლესევიჩს სურდა, მსგავსი ზღაპარი ინგლისელ ფოლკლორისტთა გამოცემაში ინგლისურ ენაზე დაებეჭდათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამსონ თოფურია ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამსონ თოფურია ქუთაისის საავადმყოფოს დირექტორი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 6 ნოემბერი“ („რომ უკეთესად შევიგნოთ, ვინ რას ეძებს აღმოსავლეთის საქმეში...“).

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა კონსტატინე ნიკოლოზის ძე რეიტერი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავი ვერ შეძლებდა თავმჯდომარეობას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთლის პოემა „ნათელა“ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა პიესად გადააკეთა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელსაც ფრეზე, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და სხვა გამოჩენილი ფიგურები დაესწრნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასასრული სათაურით „ტფილისი, 8 ნოემბერი“ („თუ ინგლისის გაბატონება ეგვიპტეში...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მელიტონ კელენჯერიძეს თერჯოლაში სკოლის დაარსებას სთხოვდნენ.