ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46545

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 ივნისს ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შედგენილი ქართულ-თურქული ლექსიკონის გამოცემის საკითხში დახმარებას სთხოვს (სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი ჯავახეთში ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი იყო. მან შეისწავლა თურქული და შეადგინა ქართულ-ოსმალური სახელმძღვანელო იმ სოფლების მცხოვრებთათვის, რომლებმაც 1628 წელს ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ ენა დაივიწყეს).

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ ივლისს განათლების სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სწავლების ყველა საფეხურის გაეროვნებასთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებას მასწავლებელთა გადამზადებისთვის – 150 000 მანეთი, ხოლო ქართული სახელმძღვანელოების გამოსაცემად 200 000 მანეთი სთხოვა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით საგურამოს სკოლის პედაგოგი კონსტანტინე სეხნიაშვილი 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, ბიბლიოთეკასთან მოაწყო ჯიხური, სადაც მთავარი გამგეობის მიერ გახსნილი კრედიტით წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს ყიდდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ნოემბერს დ. ქუთათელაძემ გრიგოლ ნათაძეს პიღასი აბდუშელიშვილის მასწავლებლად მუშაობის სტაჟი გააცნო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 ივნისს კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კიევის უნივერსიტეტში სწავლის დასამთავრებლად ერთი წლით სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ივნისს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, გახსნა საკვირაო სკოლა, რომელშიც 10-15 მოსწავლე სწავლობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: გიორგი სულთანიშვილი, ნიკოლოზ გულივერდაშვილი, იულონ ქელბაქიანი და ნიკოლოზ ანტონის ძე ხახუტაშვილი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ბათუმის სკოლა გაიხსნა, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება განაგებდა და მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსმა კირილე იანოვსკიმ და მისმა თანაშემწემ ბათუმის სკოლაში სასწავლო პროცესი შეამოწმეს და სკოლის მმართველ მოსე ივანეს ძე ნათაძეს შენიშვნა მისცეს, რადგან არითმეტიკა და გეოგრაფია ქართულად ისწავლებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის კარდენახში, გურჯაანში, ველისციხესა და ანაგაში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას (თავმჯდომარე ოლღა გიორგის ასული ხოფერია) შემოსავალი — 2358.02, ხოლო გასავალი 1099.44 მანეთი ჰქონდა. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1258.58 მანეთი იყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ჩაილურში, ქვემო ყანდაურაში, შიბლიანში, მელაანში, ჩალაუბანში, გურგენიანში, იორმუღანლოსა და გიორგიწმინდაში პირველდაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის ოსურ და აზერბაიჯანულენოვან სოფლებში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ მოსწავლეებს საზოგადო წლიური გამოცდა ჩაუტარა, რომელსაც მშობლები, ნათესავები, ქართველი და მაჰმადიანი საზოგადოების საპატიო წევრები ესწრებოდნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ რამაზანის დაწყების გამო მოსწავლეებს 4 ივნისს დაითხოვდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, ბიბლიოთეკის შენობის მოძველების შემდეგ სხვა ადგილობრივ საზოგადოებებთან შეთანხმებით ახალი ბინა იქირავა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის I, II, III, IV, V, VI, ქუთაისის I და II, გორის, ხაშურის, თელავის, ზესტაფონის, სამტრედიის, სიღნაღისა და ონის ოთხკლასიანი, ფოთის, ხონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დიდი ჯიხაიშისა და ჩოხატაურის სახაზინო ვაჟთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და კონსერვატორია განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდნენ. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თბილისის, ქუთაისის, სოხუმისა და გაგრის რეალური სასწავლებლები საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გორის, ხაშურის, ფოთის, ხონის, სოხუმის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქუთაისის პირველი, თბილისის I, II, III, IV, V, VI, VII, წმინდა ნინოს სახელობის თბილისის, ქუთაისისა და სიღნაღის ქალთა გიმნაზიები განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმი, თბილისის ფიზიკური ობსერვატორია განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა.