ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი მიხეილის ქ. N129-ში გადავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისს ილია აბრამიშვილმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რესტორანში „იუჟნი ნომერა“ გამორჩეული სამზარეულო ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქალაქ თბილისის გამგეობამ ვერის საქალაქო სასწავლებლისთვის თავად ივანე მაჩაბლის სახლი 4 წლის ვადით დაიქირავა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვექილი გიორგი გვაზავა შაფათავას ინტერესების დამცველი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გურიის სოფელ მამათში არსებულ მონასტერს ესაჭიროებოდა შეკეთება. მონასტრის ტერიტორია ძველად მამია გურიელის მამულს ეკუთვნოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილი კირიონ მეორის ბიძაშვილის შვილი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილი პირველი სექტემბრიდან სოფელ ნიქოზის საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილს დამთავრებული ჰქონდა საეპარქიო სასწავლებელი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სანდრო ნამორაძე სოფელ ნიქოზის საეკლესიო სკოლას ყოველწლიურად 10 თუმანს სწირავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანასტასია წერეთლისა სოფელ ნიქოზის საეკლესიო სკოლას ყოველწლიურად 10 თუმანს სწირავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თავადი ესტატე ფავლენიშვილი სოფელ ნიქოზის საეკლესიო სკოლას ყოველწლიურად 10 თუმანს სწირავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ იუწყება, სოფელ ნიქოზის მოსახლეობას საეკლესიო სკოლის დაარსება სურდა. თავადი დიმიტრი ფავლენიშვილი სკოლას ყოველწლიურად 10 თუმანს სწირავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მამია გურიელის მამულში მდებარე მონასტრის შეკეთებას მრევლის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მოსახლეობის მცირე ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ სოფელ მამათის ეკლესიას გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გადაარჩენდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა მიხეილ ნასიძის წიგნი „თ. ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული ეტიუდი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი მ. კ. ცინცაძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო თანხების შესაგროვებლად რუსეთში მიავლინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მრეწველმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა თავად-აზნაურობის საბჭოს ქარვასლის შესყიდვის წინადადებით მიმართა, რომლის საფასურად 1,200,000 მანეთს გადაიხდიდა, ხოლო დამატებით 300,000 მანეთს მის რესტავრაციას მოახმარდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის აგვისტოში საოლქო სასამართლომ დიმიტრი დუმბაძეს კლავდია შმაკოვის მკვლელობის მცდელობის გამო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა მიუსაჯა. 11 აგვისტოს დუმბაძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოში სტეფანე ჭრელაშვილი თბილისის საქალაქო გამგეობაში მორიგეობით მუშაობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოდან ასლან კვიტაშვილი გურიანთის ბოქაული იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის აგვისტოში პოლიკარპე თალაკვაძის მონაწილეობით ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი 81.10 მანეთი იყო, ხარჯი — 34.60 მან., 6.10 მანეთი გადასცეს ადგილობრივ სკოლას, ხოლო 40 მანეთი – ადგილობრივი წიგნსაცავის ფონდს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის აგვისტოში მკითხველთა თხოვნით მეორედ გამოიცა ალექსანდრე ნათაძის მიერ შედგენილი საყმაწვილო წიგნი „ბავშვების მოკეთე“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის აგვისტოში ლუარსაბ ლოლუა ქუთაისის ქალაქისთავი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კიოსკში ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებები (თითო ტომი) მანეთი ღირდა. წიგნს ახლდა ავტორის სურათი და ფაქსიმილე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ხეცურიანს 3 წლის ოლღა ციცაგის გაშვილებაში დახმარება ბავშვის ბებიამ სთხოვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ ხეცურიანმა ოლღა ციცაგის გაშვილების თაობაზე სტატია გამოაქვეყნა.