ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს მიხეილ კლიმიაშვილმა და ვასილ ენუქიძემ, რომ ანასტასია წერეთლისთვის გადაეცათ ის თანხა, რომელიც მათი მეშვეობით წინა წელს გამართული ღონისძიებიდან მიიღო საზოგადოებამ. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 აგვიტოს მთავარმართებელ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის მიწვევით თბილისის პოლიცმაისტერი ლ. პ. მასტიცკი თბილისიდან კოჯორში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძის მიერ შედგენილი საყმაწვილო კრებული „ბავშვების მოკეთე“ თბილისის წიგნის მაღაზიებში 25 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ესტატე Ჩხარტიშვილმა მცხეთაში, სადგურის მახლობლად, მოაწყო სასეირნო ბაღი „არმაზი“. უამინდობის დროს ბაღში ფარდულებს დგამდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ილია ზარაფიშვილის განცხადება თბილისში, ბარონის ქუჩაზე, რესტორნის „იუჟნი ნომერა“ გახსნის შესახებ.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნინო ბებუთაშვილი ნიკოლოზ ზუბალაშვილის მეუღლე იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ვანო ლოლუას სტატიის ნაცვლად გრიგოლ კოლხიდელის წერილი გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. ფონ-ბრენერმა შეადგინა სახელმძღვანელო „კომერციული არითმეტიკა“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. ფონ-ბრენერის რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის კურსი 60 რუბლი ღირდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის წიგნი „ბავშვების მოკეთე“ მთავრობამ მოიწონა და სახელმძღვანელოდ დაამტკიცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის „ბავშვების მოკეთე“ სოფლის მასწავლებლებს შეღავათიან ფასად გადაეცემოდათ: უყდო წიგნი — 20 კაპიკად, ყდიანი კი — 25 კაპიკად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ალექსანდრე ნათაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში საზოგადოებას სთხოვა, წიგნის „ბავშვების მოკეთეს“ შესახებ შენიშვნები მიეწერათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს ლუარსაბ ლოლუა ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 აგვისტოს თელავის თეატრში დაიდგა ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 აგვისტოს ზაქარია საფაროვმა მიხეილოვის ქუჩაზე გამართა სამმოქმედებიანი წარმოდგენა „მზის დაბნელება საქართველოში“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 აგვისტოს მარტყოფის მამა ანტონის მონასტერში მყოფი ეგზარქოსი ფლაბიანე თბილისში დაბრუნებას აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 აგვისტოს ზაქარია საფაროვის თაოსნობით თბილისის საზაფხულო თეატრში სცენისმოყვარეთა საზოგადოებას ზურაბ ანტონოვის კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) თანახმად, გუდაუთისა და ოჩამჩირის გამგეობათა მაცხოვრებლებმა ოლქის ადმინისტრაციას მიწების შეძენისა და მშენებლობის უფლების თხოვნით მიმართეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივლისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად არჩეული ვასილ მანსვეტაშვილი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ ბრილში ნინო ბებუთაშვილისა და ნიკოლოზ ზუბალაშვილის მოსახსენებელი წირვა ჩატარდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს ზაქარია საფაროვმა მიხეილოვის ქუჩაზე სცენისმოყვარეთა დახმარებით გამართა სამმოქმედებიანი წარმოდგენა „მზის დაბნელება საქართველოში“. ასევე გაიმართა დივერტისმენტი „ლეკური“. ბილეთის ფასი ათი კაპიკიდან მანეთ-ნახევრამდე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული „ცნობის ფურცლის“ ფასი 3 კაპიკი იყო. გაზეთის გამოწერა 1 წლით 6 მანეთი ღირდა, 1 თვით კი — 60 კაპიკი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობის მოწყობას აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციიით, მალე გასაყიდად გამოიცემოდა კოტე მესხის „იმერული სცენები“ და „ჯუზეპე გარიბალდი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, სტამბაში იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას პოემა და „ამბავი დიმიტრი მაჩხანელისა“.