ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის აგვისტოში გამოვიდა ჟურნალ „ჯეჯილის“ მე-7 და მე-8 ნომრები, რომლებშიც სხვა ნაწარმოებთან ერთად შიო მღვიმელის, დომენტი თომაშვილისა და ვანო ბირკაძის ლექსები იყო დაბეჭდილი.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფლაბიანე გოროდეცკი საქართველოს ეგზარხოსი იყო.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით ლეონიძე მოხსენებულია კაცხელის ფსევდონიმით.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 აგვისტოს დიმიტრი მელაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა სტატია ბაქო-ბალახნის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად გამართული წარმოდგენების შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იროდიონ ხოსიტაშვილი პერიოდულად მონაწილეობდა ბაქო-ბალახნის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად გამართულ წარმოდგენებში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქო-ბალახანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად გამართულ წარმოდგენებში ვლადიმერ კანდელაკი მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პანტელეიმონ ჭანიშვილისა და იროდიონ ხოსიტაშვილის თაოსნობით გამართული წარმოდგენებიდან მიღებული ფული ქართველების მიერ დაარსებულ ბაქო-ბალახანის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ხმარდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პანტელეიმონ ჭანიშვილისა და იროდიონ ხოსიტაშვილის თაოსნობით ბალახანში დროგამოშვებით საქველმოქმედო წარმოდგენები იმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა კოტე მესხის ბიოგრაფია „უკანასკნელი მთავარი სვანეთისა“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლიუბა გაწერელიასი მარტვილის დაბა ნაოღელევის სამკითხველოს გამგე იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ბახვა კაკუტია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ხონის ელენე ბახტაძის ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიულ კლასებში სწავლის საფასური წელიწადში 50 მანეთი იყო, მოსამზადებელ კლასებში კი — 30 მანეთი.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისში არსებულ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში 50 საწოლი იყო. კლინიკაში ქირურგიულ, თვალის, ნერვულ და ქალთა დაავადებებს მკურნალობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ყარამან ჩიქოვანი პაციენტებს ყოველდღე დილის 11-დან 12 საათამდე, ხოლო საღამოს 7-დან 8 საათამდე მიხეილის ქუჩა N 16-ში იღებდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვანო ბერაიას მიერ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება იყო დაწყებული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლევან კოპლატაძე ვანო ბერაიამ ხაშურის ერთ-ერთ დუქანში ხანჯლით დაჭრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლევან კოპლატაძე ხაშურის მიხაილოვის სადგურის მებუფეტე იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ რედაქტორმა სიმონ ჭეიშვილს სტატიის დაბეჭდვაზე უარი უთხრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ერმალოზ გუმბერიძე სოფელ ვარციხის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ლუარსაბ ყრუაშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე 1902 წლამდე ფოთის ქალაქისთავი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ლავრენტი კიღურაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფოთის საბჭოს ხმოსანთა საარჩევნო კრება 1898 წლის 8 სექტემბერს ქალაქის გამგეობის დარბაზში უნდა გამართულიყო. ლავრენტი კიღურაძე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნ. ტერ-ნიკოღოსოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.