რეგისტრირებული ფაქტები50861
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში გადასცა 200 მან., მიხეილ ნასიძეს – 23.20 მან., თომა კევლიშვილს – 5 მან. სულ გამგეობამ გასცა 228.20 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, რათა დაასაქმონ ის მასწავლებლად ან აღმზრდელად რომელიმე საზოგადოების სასწავლებელში. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს სთხოვა გ. ბოკერია დაემტკიცებინა აღმზრდელის პოზიციაზე.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგემ ტიტე კახიძემ, რომ მისთვის გაეგზავნათ კავკავის სკოლასთან ეკლესიის აშენების თაობაზე გამგეობის მიერ მიღებული დადგენილების ასლი. გამგეობამ პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ წიგნის მაღაზიისთვის უნდა შეეძინათ იაკობ გოგებაშვილის ახლად დაბეჭდილი წიგნაკი „სხივი წარსულისა“ 800 ცალი 40%-იანი ფასდაკლებით. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის ოქტომბერში სამსონ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეწერათ სენაკის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, რომ უჩვენონ მას საშუალება იმ ფულის გასასტუმრებლად, რომელიც მათი ანგარიშის თანახმად ზედმეტად დაიხარჯა სკოლის შენობაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ოქტომბერში გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა დაამტკიცა თბილისის საბჭოს დადგენილება, რომლის თანახმად, ქალაქის სამ ახალ სკოლას და სიონის ტაძრის მიმდებარე ქუჩას ერეკლე მეორის სახელი ეწოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის საადგილმამულო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრებად ი.ს. ხუნჯუა და პლატონ შაფათავა აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის სადგილმამულო ბანკის საფინანსო კომისიის წევრებად მ. ი. გროდსკი, ალექსანდრე (ალექსი) დიმიტრის ძე გუგუშვილი და კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის პორტის კომისიის წევრებად კ. ი. კაუხჩევი, ლ. ვ. კონოვალოვი და კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის ოქტომბერში ფოთის პორტის კომისიის წევრებად ი. ლ. ღოღობერიძე, ა. დ. გუგუშვილი და ა. პ. ჟვანია აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ოქტომბერში თბილისის დრამატულ თეატრში გამართული წარმოდგენის მომზადებაში პელაგია გაბუნიამ, იოსებ კოხრეიძემ და ბესარიონ ლალიაშვილმა დიდი წვლილი შეიტანეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ოქტომბერში თბილისის დრამატულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში ნ. ცაგარელი-გაბუნია, კ. სარჯველაძე, ვ. ყანჩაველი და თ. გოგიტიძე მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის ოქტომბერში ეგზარქოსმა ფლაბიანემ, ბერ ბენედიქტეს თხოვნის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართა წმინდა სინოდს, ათონის ივერიის მონასტერი რუსეთის ეკლესიათა ნუსხაში შეეტანათ, რათა მასზე სახელმწიფოს სხვა ქართული მონასტრების მსგავსად ეზრუნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ალექსანდრე ჭყონიამ, რომ არ იყო აუცილებელი საობლო სასამართლოს მოეთხოვა ანგარიში როინაშვილის ქონების ოპეკუნისთვის, რადგან ის განაგებდა საზოგადოების ანგარიშსაც და მას ზედამხედველობას უწევდა შესაბამისი კომისია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ოქტომბერს გორში სტუმრად მყოფმა ეგზარქოსმა ფლაბიანემ მანეთით დააჯილდოვა სასულიერო სასწავლებლის მგალობელთა გუნდის ლოტბარი, ათი წლის იოსებ ბოჭორაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ოქტომბერს გორში სტუმრად მყოფმა ეგზარქოსმა ფლაბიანემ მადლობა გადაუხადა სასულიერო სასწავლებლის პედაგოგ გიორგი პარკაიძესა და ზედამხედველ დეკანოზ ღამბარაშვილს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წის 3 ოქტომბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ გორის მაზრის სასულიერო სასწავლებლები მოინახულა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ბაქო-ბალახანის სამკითხველო ბიბლიოთეკის დასახმარებლად იროდიონ ევდოშვილის ინიციატივით ბალახანის თეატრში დაიდგა ვალერიან გუნიას წარმოდგენა „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ მიხეილ გაჩეჩილაძე ყვირილაში, ჩუბინიძის სახლში გახსნილი წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის შესახებ იუწყებოდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია აბრამიშვილმა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, რესტორანი „იუჟნიე ნომერა“ გახსნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს პეტრე ყიფიანი დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 5 ოქტომბერს გიორგი ლასხიშვილი დრამატული საზოგადოების სახალხო წარმოდგენების გამგებლად აირჩიეს.