რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი გიორგი ნათაძე კავკავის ქართული ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, გარდაცვლილმა ილია დავითის ძე ხერხეულიძემ თბილისის ღარიბ მოსახლეობას 800 მანეთი უანდერძა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბერს ანა ალექსანდრეს ასულმა ამილახვარმა გორის საკრებულოს ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა მოინახულა და 25 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხის რესტავრაცია გადაწყვიტა და მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, დაბა ყვირილაში მიხეილ გაჩეჩილაძის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია გაიხსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე, დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე მიიღებდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ კლავდია ალექსანდრეს ასულ შმაკოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძეს, რომელსაც ირკუტსკის გუბერნიაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, განაჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუმსუბუქა და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ნოემბერს გენერალ-ლეინტენანტ ალექსანდრე ფრეზეს თავმჯდომარეობით ბათუმის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პორტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ყორღანოვის ქუჩაზე მდებარე გენერალ ალექსანდრე ბუჭყიაშვილის სახლიდან მოსამსახურემ 2000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ თბილისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიაში წირვა გადაიხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მარტვილის წიგნთსაცავის საქმეთა მწარმოებლის გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორის წერილი, რომლითაც ის ლუკა თათეიშვილს სამკითხველოსთვის შეწირული 200 ცალი ქართული წიგნისთვის მადლობას უხდიდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი ავადმყოფობდა. ექიმების რჩევით, მას მკურნალობა სოხუმში უნდა გაეგრძელებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრისთვის არსებული საზოგადოების ბალანსი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ვანო ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პროტოკოლები, რომლებიც გამგეობამ განსახილველად სკოლათა კომისიას გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნსაცავისა და მუზეუმის კომისიის წარმომადგენლებმა, რომ გამგეობას ნება დაერთო მათთვის დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ შემდეგი საკითხები: 1) შეეძინათ ხელნაწერები, სიგელები, ნივთები და ნაბეჭდი წიგნები კავკასიის შესახებ, რომლებიც მუზეუმში არ მოიპოვებოდა, იმ პირობით, რომ დანიშნულ ხარჯთაღრიცხვას არ გადააჭარბებდნენ; 2) გადაეღოთ სურათები ხელნაწერებისა და ნახატებისთვის; 3) შეედგინათ არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ალბომი არსებული სურათების საშუალებით და გადაეწერათ იოანე ბატონიშვილის ლექსიკონი წიგნსაცავისთვის. გამგეობამ კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ეკატერინე გაბაშვილმა, რომ გამგეობას დაებეჭდა მის მიერ წარმოდგენილი საბავშვო მოთხრობანი მისივე პირობების თანახმად. გამგეობამ ეკ. გაბაშვილის პირობები განსახილველად და შემდეგ თავიანთი მოსაზრების გადმოსაცემად შესაბამის კომისიას გადასცა.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 3 ნოემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი, ხოლო ვასილ და დავით როინაშვილები იყვნენ ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონისთვის უნდა გაეგზავნათ მოსე ნათაძის ობლის შესანახი 10 თუმანი. გამგეობამ სკოლის პანსიონს თანხა გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს გაიმართა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი.