ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში, ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის რეჟისურით, კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ დაიდგა, რომელიც ქართულ ენაზე ანდრია ღულაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 5 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის საგანგებო მინდობილობათა მოხელე დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი უცხოეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ყვარლის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი დუმბაძე, რომელსაც კლავდია შმაკოვის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, პროპორშიკ ჯაბა გურიელის თავდებობით სატუსაღოდან გაათავისუფლეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი დეპეშით იტყობინებოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნინა ყიფშიძის განცხადება, რომლითაც ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გატანილი ყულაბების კანცელარიისთვის დაბრუნებას სთხოვდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ ჯვარცხმის სამრევლო სკოლის მასწავლებლის სარდიონ მგალობლიშვილის წერილი, რომლითაც ის ილარიონ მგალობლიშვილს სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გიმნაზიის კურსდამთავრებული სიმონ გვარამაძე კალოუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის მასწავლებლად დაინიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ზაალიშვილის წერილი „ბოტანიკის ტერმინების გამო ქართულად“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ელპიდა მგელაძის წერილი „ჩვენი ქალების გამო“, რომლითაც ავტორი ეკატერინე გაბაშვილის მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას ეხმიანებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ლიხელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის კორესპონდენცია „აქტი ტომსკის უნივერსიტეტში“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს აბასთუმნის სამკურნალო წყლების მართვა-გამგეობა დაექვემდებარა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის არაკების კრებული 30 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ზაალიშვილის წერილი „ბოტანიკის ტერმინების გამო ქართულად“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ და გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წმინდა მიხეილ-მთავარანგელოზის ეკლესიაში ტაძრის დღეობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში დავით ერისთავის „სამშობლო“ დაიდგა, რომელშიც ნუცა ჩხეიძე და დავით გამყრელიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის მატიანე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი ეფემია მესხი თბილისში დაბრუნებას და რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობას აპირებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის განცხადება 1899 წლის იანვრიდან ალმანახ „კრებულის“ გამოცემის განახლების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას აპირებდა, რომლის ტირაჟი 5000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბერს ახალი სენაკის სკოლის ზედამხედველი სპირიდონ ენუქიძე და ბოქაული ივანე ახვლედიანი სამრევლო სკოლისთვის შენობის შესარჩევად ნოქალაქევში ჩავიდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საჭირო იყო წიგნსაცავისთვის შეეკეთებინათ 2 კარადა და მუზეუმის ნივთებისთვის 2 ვიტრინა. ასევე მუზეუმსა და კანცელარიის შუაში უნდა გაეკეთებინათ რკინის მოაჯირი. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ილია ჭავჭავაძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს მაჩხაანის დეპოს თხოვნა, რომ გამგეობას საკომისიოდ გასაყიდად გაეგზავნა სასკოლო წიგნები, მათ შორის „დედა ენა“, ქართული რვეულები და სხვა. გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო საკითხის განხილვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თომა მთავრიშვილის შუამდგომლობა, რომ გამგეობას გაეგზავნა სამ-სამი თუმნის წიგნები ვლადიმერ დავითის ძე ლომაძესთვის სოფელ ძიმითში და ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისთვის სოფელ აცანაში. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს პეტერბურგში მყოფი სტომატოლოგიური კურსის სტუდენტის, ივანე ახალშენიშვილის წერილი. ის გამგეობას ატყობინებდა, რომ მოვალე იყო, საზოგადოებისთვის გადაეცა 5 თუმანი, რომელიც ეპისკოპოსი კირიონისგან უკან დაბრუნების პირობით მიიღო. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.