ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრს, მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილს.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წელს პეტერბურგში გამართულ ხილეულის პირველ გამოფენა-ბაზრობაზე ილია ჭავჭავაძის საკონსერვო ფირმის „ანკარა“ პროდუქცია ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრიდან სოხუმში პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელთან ჩავიდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრაში გაემგზავრა. დელეგაციაში, რომელსაც ილია ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდნენ თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილი წინამძღოლი ალექსანდრე ორბელიანი, სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი და სხვ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი ლევან ჯანდიერისგან, რომელმაც მისი ვექსილის საფუძველზე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა აცნობა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ანტონ ფურცელაძე ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგიდან გამოგზავნილ ბარათში სწერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები ერთ ბანკირს შეუსყიდია და მათ განაღდებასთან დაკავშირებით ბანკისთვის პრეტენზიით მიუმართავს. ანტონ ფურცელაძე ილიას ამ წერილის გაცნობას და დროულად გამოხმაურებას სთხოვდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თავადაზნაურობის კრებაზე განიხილეს პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარი იყო გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებისა და ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვის შესახებ მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან თავად-აზნაურთა რწმუნებულად აირჩიეს, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავად-აზნაურთა დეპუტატად.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ ფსევდონიმით რიგოლეტო დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის „სადღეისო ვიზიტები“, რომლის ერთ-ერთი შარჟი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნებოდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით დუტუ მეგრელი დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საახალწლო ნობათი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რედაქტორს/მწერალიც თან გაჰყოლოდე ...“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 31 იანვარს კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების სხდომამ, რომელსაც არც ერთი ქართველი წევრი არ ესწრებოდა, დაადგინა, რომ უარი ეთქვა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს კავკასიის სამოსწავლო უწყების მეორე კრებულში დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის ნაშრომი, რომელიც ჯავახეთის სრულ ისტორიულ-არქეოლოგიურ აღწერას წარმოადგენდა და ფოტომასალაც ახლდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა ბათუმელ მუშათა არაერთი გამოსვლა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ნოე რამიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ბათუმის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიულ ორგანიზაციაში მუშაობდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობა აპირებდა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ-თორმეტ ტომად გამოშვებას.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლისათვის ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობამ დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის ნაწერთა ოთხი ტომი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას გაზეთში „ივერია“ გამოქვეყნებულ წერილს „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ დიდი აურზაური გამოუწვევია სომეხ მწერალთა წრეში.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას ფელიეტონი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსულ ენაზე უთარგმნიათ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას გაზეთში „ივერია“ გამოუქვეყნებია პოლემიკური ხასიათის წერილები: „აი ისტორია“ და „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მან დაწერა შემდეგი პუბლიცისტური წერილები: „ხიზნის საქმე“, „ცხოვრება და კანონი“, „ყაჩაღობა ამიერკავკასიაში“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიამ არაერთი წერილი მიუძღვნა პედაგოგიკის საკითხებს.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მიერ გამოცემული ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსთა კრებულებს დართული ჰქონია მისივე წინასიტყვაობა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილია იყო ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსების რედაქტორ-გამომცემელი.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი შედიოდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღმდგენელ კომისიაში.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მან ივანე მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“.