ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50483

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ და წევრებმა – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ – გააფორმეს ხელშეკრულება გრიგორ ისააკის ძე არენბერგთან, ფიოდორ ვასილის ძე მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან, რომ საზოგადოება მათ ფოტოგრაფიის სალონს არენდით გადასცემდა 3 წლით.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 29 ივლისს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ კობიაშვილის კავკასიის სკოლის პედაგოგად, ხოლო კირილე წილოსანის ბორჩალოს სკოლის მასწავლებლად დანიშვნის საკითხი განიხილა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 1-ლ სექტემბერს გიმნაზიის საქმეებში გამგე-კომიტეტის უხეში ჩარევების გამო დირექტორი ექვთიმე თაყაიშვილი გადადგა. მის მაგივრად აირჩიეს ამავე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე რატიშვილი.

1904

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლაში სწავლა დაიწყო 2 სექტემბერს და დასრულდა 13 ივნისს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლაში სწავლა დაიწყო 15 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის 20 სექტემბერს რეხის სკოლის პედაგოგმა ესტატე ლომიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სხვა სკოლაში გადაყვანა სთხოვა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრა ყაზახაშვილის კავკასიის სკოლის დირექციაში დამტკიცების საკითხი განიხილა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 17 ოქტომბრიდან 1906 წლის პირველ სექტემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ზესტაფონის საქალებო პროგიმნაზიის რჯულის მასწავლებლად დანიშნა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 18 ოქტომბერს გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ძმები პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების შემოწირული თანხით სახელმწიფო რენტის ფურცლები შეეძინა. ასევე, განსვენებული სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის სურათი კანცელარიაში ჩამოეკიდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 18 ოქტომბერს ძმებმა პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილებმა საზოგადოებას ათასი თუმანი შესწირეს გარდაცვლილი ძმის სტეფანეს სახელზე იმ პირობით, რომ შეწირულ თანხას ან საზოგადოება გამოიყენებდა თავისი საჭიროებისთვის, ან საზოგადოების დაშლის შემთხვევაში თავადაზნაურებს გადაეცემოდა ქართველი ბავშვების აღსაზრდელად.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემადგენლობაში იყო 1279 წევრი, მათგან 8 საპატიო, 63 დამფუძნებელი და 1208 ნამდვილი წევრი. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი რაჟდენ სიმონის ძე გიგაური გარდაიცვალა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძეს (იმ დროს მღვდელი იყო) ვნუკოვის დამსჯელმა რაზმმა ცხინვალში შესვლის დროს სახლ-კარი გადაუწვა და ცოლ-შვილი დაუწიოკა. თვითონ ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გააციმბირეს.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლიდან ალექსანდრე წერეთელი გაწევრიანდა სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც ოჯახის უმცროსი თაობა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905-1906 წლებში ქართული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ შ. ჩიტაძის თაოსნობით გიმნაზიის რეორგანიზაციის პროექტი შეადგინა.

1905

ტიპი: განათლება

1905-1907 წლებში აკაკი ჩხენკელი ბერლინში სწავლობდა მუშათა მოძრაობის თეორიასა და პრაქტიკას. ის თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებთან და ესწრებოდა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებს.

1905

ტიპი: განათლება

1905-1909 წლებში ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

ვარდენ ჩხაიძე დააპატიმრეს როგორც პოლიტიკური დამნაშავე და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში, 1905 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის კომიტეტის ინსპექტორი იყო იოსებ ივანეს ძე ოცხელი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ციმბირში გადაასახლეს ვარდენ ჩხაიძის მოხუცი დედა ელისაბედ ჩხაიძე და ძმა კ. ჩხაიძე.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება ხელთუბნის, წინარეხისა და თონეთის სკოლებს ნაწილობრივ აფინანსებდა. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი თავისი ხარჯებით ინახავდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლასა და მის განყოფილებას ძველ სენაკში. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.