რეგისტრირებული ფაქტები50348
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ანგარიშის მიხედვით, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო გამგეობის წევრი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას 3000 წევრზე მეტი არ ჰყავდა. მისი აზრით, გაცილებით მეტი წევრი ეყოლებოდა თუ ხალხს არ შეუქმნიდნენ დაბრკოლებას საზოგადოებაში გაწევრიანებულიყვნენ და განათლების გავრცელებაში მიეღოთ მონაწილეობა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საწევრო რამდენადაც მცირდებოდა, იმდენად იზრდებოდა შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, საწევროს შემცირება არანაირ პრობლემას არ შექმნიდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გამგეობამ გაითვალისწინა საწევროს შემცირებით შემოსავლის შემცირების საშიშროება და 1915 წლის ხარჯთაღრიცხვაში 500 მანეთი შეიტანა, 1916 წლის ხარჯთაღრიცხვაში კი – ორჯერ მეტი თანხა იყო შეტანილი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ წლიურ ანგარიშში დაებეჭდათ მხოლოდ კრებაზე წარმოდგენილი რეზოლუციები. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ სკოლებისთვის შენობები ზაფხულში უნდა აგებულიყო, მაგრამ ომი გამოცხადდა და შეფერხდა. აპრილსა და მაისში კი – უკვე არსებული სკოლების შენობები ვეღარ შეაკეთეს და ვერც მასწავლებლების კრება მოიწვია სასკოლო სექციამ, რადგან სწავლა მიმდინარეობდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას სკოლის მეთვალყურის საშუალებით ადრევე უნდა გაერკვია და გაეთვალისწინებინა რა სჭირდებოდა სკოლას და ამის მიხედვით დაეკმაყოფილებინა მისი საჭიროება.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და წიგნების გამომცემელი სექცია მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები. მისი აზრით, ერთ სექციას მეორეში უნდა ჰყოლოდა წარმომადგენელი, რათა ამ ორ განყოფილებას შეთანხმებულად ემუშავა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მასალის გაძვირებისა სასკოლო სექციას სკოლების შენობები უნდა შეეკეთებინა, რადგან სწავლა მიმდინარეობდა და შენობების მოწესრიგება აუცილებელი იყო. ორი-სამი სკოლის შენობას თუ ვერ შეაკეთებდნენ ერთი მაინც მოეწესრიგებინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 თებერვალს იპოლიტე ვართაგავა, ქრისტინე შარაშიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, მეთოდე კაკაბაძე, ვარლამ ბურჯანაძე და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ელი თებერვლიდან ბიბლიოთეკარისთვის 3 500 მანეთი დაენიშნათ, ბიბლიოთეკარის თანაშემწისთვის – 3 000, მუზეუმის დარაჯისთვის – 500, კანცელარიის პირველი მსახურისთვის – 2 500, მეორე მსახურისთვის – 2 000, მაღაზიის მსახურისთვის კი – 2 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, გორში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 50 000 მანეთით დახმარებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი ივლისიდან კრებაზე დამსწრე გამგეობის თითოეული წევრისთვის 100 მანეთი და 33 კაპიკი გადაეცათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოებამ ჯამაგირებზე 216 003. 24 მანეთი დახარჯა.