ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდროვსკის უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნა წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ მათ ორი მანეთის წიგნები გაუგზავნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის განცხადება ხელთუბნის სკოლის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ბაქოში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 18 სექტემბერს მიხეილ ბახტაძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 სექტემბერს თედო სახოკია ქუთაისის ციხიდან ეტაპით გაამგზავრეს ირკუტსკის გუბერნიაში.

1908

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1908 წლის 21 სექტემბერს სახალხო სკოლების დირექტორის ნებართვით, ამიერკავკასიის რკინიგზების სამმართველოს სამოსწავლო განყოფილების დეპეშის N1967 თანახმად, გადაიყვანეს სადგურ სამტრედიის რკინიგზის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 23 სექტემბერს ირაკლი პორფირეს ძე ჭიპაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 23 სექტემბერს მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი საგარეჯოს სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისა და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება საგურამოს სკოლის შენობის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ქვიანის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის დახმარების შესახებ. საზოგადოებამ მათ გურიის ბიბლიოთეკის თანხიდან ხუთი თუმანი მისცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 516. 85 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6244. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 19-დან 25 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 6216. 46 მანეთი და დაიხარჯა – 3490. 67.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 25 სექტემბერს ნინო ორბელიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ მას სამი თუმანი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თხოვნით მიმართა თბილისის ქართული გიმნაზიის ინსპექტორს, ალექსანდრე მდივანს ამავე სკოლის მასწავლებელი ზაქარია ფალიაშვილი 1908 წლის 24-27 ოქტომბერს გაეთავისუფლებინა ილია ჭავჭავაძის საღამოსთვის ორკესტრის მოსამზადებლად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წიგნების ანგარიშისთვის 19 მანეთი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საფინანსო კომისიის მოხსენება აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავის“ გამოცემის თაობაზე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, გრიგოლ სვიმონს ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განცხადება საგარეჯოსა და გიორგიწმინდაში სკოლების დაარსების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საგარეჯოში, გიორგიწმინდასა და საგურამოში სკოლების გახსნა გადაწყვიტეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გორგის ძე კარიჭაშვილის თხოვნა კანონების გამოსაცემად საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოსთვის ხელნაწერების თხოვების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განცხადება სოფ. ჭინკათხევში სკოლის გახსნის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 ოქტომბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 365. 99 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 7844. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.