ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45998

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კანონის შემოღება ურმის ბეგარის თაობაზე ბევრი ჭირისა და განსაცდელისგან იხსნიდა გლეხებს, რადგან ეს ბეგარა მხოლოდ მამასახლისების ჯიბეებს ავსებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხები და საიჯარო მამულები“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით 1878 წელს გამოუშვებდნენ ახალ გაზეთს „სასოფლო გაზეთი“, რომლის რედაქტორი და გამომცემელი პეტრე უმიკაშვილი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ გიორგის ძე კარბელოვის მიერ აღწერილი გორის მაზრის სოფელ ჭალის ღვთისმშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) იუწყება, რომ სიღნაღიდან მიიღეს ინფორმაცია, მაზრის მმართველი როგორ ცდილობდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მოსახლეობისთვის ახსნას, რომ მათი ხმა საჭირო და აუცილებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღებას...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მას აქედ, რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალაუნებურად...“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ელ იანვარს გასაყიდად უნდა გამოსულიყო გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ალმანახი“, რომელიც ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში 2 აბაზად გაიყიდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მდებარე სოფლებისა და ქალაქების სახელწოდების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“ და წიგნიდან „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მცხოვრებ თავადზანაურთა გვარებისა და მათი დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში- ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ალექსი ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1878

ტიპი: სტატუსი

1878 წელს დიმიტრი ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1878

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ნიკოლოზ ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს გამოიცა „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი თავ. რაფიელ ერისთავისაგან“.

1878

ტიპი: ავტორობა

მიხეილ ჭიჭინაძემ შეადგინა „თვალ-საჩინო სწავლა. ახლად შესულის ყმაწვილთათვის სახალხო შკოლებში“, რომელიც გამოიცა 1878 წელს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ახალქალაქში პირველი წარმოდგენა ნიკო ხუციშვილის გადმოცემით, ნინო ორბელიანის ან ეკატერინე გაბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად დაინიშნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ზამთარში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ მისი ძმა, ივანე მაჩაბელი, მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად ბორდოში აპირებდა წასვლას.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ზამთარში ვასილ მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ძალიან მოეწონა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და გაზეთ „ივერიის“ სატიტულო გვერდის ახალი გაფორმება.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ბესარიონ ნიჟარაძემ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად სვანური ტექსტები გადასცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე ცაგარელმა ილია ჭავჭავაძეს წერილით სთხოვა, ბესარიონ ნიჟარაძისთვის უნივერსიტეტში სწავლის 10 თვის გადასახადი დაეფინანსებინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს მამია გურიელს, დავით ერისთავსა და ნინო ორბელიანს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის თარგმნილი „მეფე ლირის“ სცენაზე დადგმა სურდათ, მაგრამ ილია თვლიდა, რომ მუდმივი სცენის დაარსებამდე ამის გაკეთება არ ღირდა.