ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ განიხილა მარიამ ალექსანდრეს ასული ლორთქიფანიძის თხოვნა სოფელ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს გამგედ დანიშვნის შესახებ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 18 აგვისტოს წიგნებით მოვაჭრე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კრედიტის 500 მანეთამდე გაზრდა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად სოფელ შრომაში სკოლის გახსნის საკითხი მეორეჯერ განიხილეს 1911 წლის 18 აგვისტოს, როცა შრომელებმა წარმოადგინეს ყველა საჭირო საბუთი სკოლის გახსნის შესახებ, რომელიც მათგან საზოგადოებამ მოითხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო ხარჯთაღრიცხვის შედგენამდე, თუმცა ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს შრომის სკოლა მათ არ გაუთვალისწინებიათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სოფელ ღორეშას სამკითხველოს გამგე ნიკოლოზ ორჯონიკიძე, გამგეობის წევრები: სვიმონ ჭუმბურიძე, იოსებ ორჯონიკიძე, არისტოფანე რამინაშვილი და მაქსიმე გაჩეჩილაძე მთავარ გამგეობას სამკითხველოსთვის ქართულ წიგნებს სთხოვენ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 19 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ გოგნიაშვილის ქვრივის, ნინო შიუკაშვილის ნამსახურობის ქაღალდის ასლი და ატესტატი გაუგზავნა, რათა სამასწავლებლო დირექციას შიუკაშვილი იმ სკოლის მასწავლებლად დაემტკიცებინა, რომლის გახსნასაც საზოგადოება თელავში აპირებდა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელ ნინო შიუკაშვილს თბილისის პირველი ქალთა გიმნაზიის რვა კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის პირველ სექტემბერს ქ. თელავში დაწყებითი სკოლა იხსნებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 23 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილის ნამსახურეობის სია და თბილისის პირველ ქალთა გიმნაზიის რვა კლასის დამთავრების ატესტატი. თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა სახალხო სკოლების დირექტორს ნება დაერთო შიუკაშვილისთვის დროებით შეესრულებინა მასწავლებლის მოვალეობა თელავის სკოლაში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 25 აგვისტოს არისტოფანე რამინაშვილის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლაში საგურამოს სკოლის მასწავლებელი ილია რუხაძე გადაიყვანა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 25 აგვისტოს ოლიმპიადა მიქელაძისა, იობა ისაკაძე და ბარბარე დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის პედაგოგებად დაინიშნენ.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 25 აგვისტოს გამგეობას თხოვნით მიმართა ყალამშელმა მღვდელმა ნეოფიტე ომარაშვილმა, რომ არ დაეხურათ სოფელში მდებარე ერთადერთი სკოლა. გამგეობამ დაადგინა, რომ 5 მაისის დადგენილება სკოლის დახურვის შესახებ დაეტოვებინათ ძალაში.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესული 117 განაცხადიდან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ პირთ: ნინო გრიგოლის ასულ ლასხიშვილს, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს, გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაიას, სილოვან გიორგის ძე ყიფიანს, დავით მელიტონის ძე ჩხეიძეს, დავით ლევანის ძე მჭედლიშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილს, შალვა გიორგის ძე ტატიშვილსა და სიმონ ფიცხელაურს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორმა აცნობა, რომ ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად კეთილსაიმედოობის მოწმობის გარეშე ვერ დაამტკიცებდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი თბილისის II კომერციული სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი იყო. მისი ხელფასი შედგენდა 660 მანეთს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის 10 სექტემბრამდე სავლე აბულაძე კიცხის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელი იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილისთვის გადაეცათ სტიპენდია – 25 მანეთი. ამავე სხდომაზე გერგეთის სკოლაში წიგნების გასაგზავნად გამოიყო 4.25 მანეთი, ხოლო კანცელარიის ხარჯებისთვის – 5 მანეთი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისთვის გადაეცათ ბინის ქირა – 25 მანეთი.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის პირველი სექტემბრიდან 1913 წლის 31 მაისამდე ქსენია ბეჟანიშვილი მარიამ იოსელიანის სახელობის ,,საბავშვო ბაღში’’ მასწავლებლად მიიწვიეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან მარგარიტა გიგინეიშვილი ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში არითმეტიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გომარეთის სკოლის მასწავლებელმა კოტე სეხნიაშვილმა წიგნების უფასოდ გადაცემა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, პეტრე გრიგოლის ძე მამრაძისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გადაეცათ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველ სექტემბერს თამარ ძნელაძეს მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის სექტემბერში სოლომონ გიორგის ძე მიქელაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 3 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გ. ბურჭულაძემ საზოგადოების თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ მიიღო წერილი თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორისგან. წერილის თანახმად, ის ვერ დაამტკიცებდა ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს ქ. თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სანამ არ წარადგენდა კეთილსაიმედოობის მოწმობას. მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას სთხოვდა დირექტორის მოთხოვნის შესრულებას.