ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51834

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: პ. გოგოლაძე, ზ. ჯაფიაშვილი, კ. გობანი, ლ. ჩადუნელი, სერგო ლომიძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ზაზა პართენის ძე კიკნაძისგან ბორჯომში შეგროვებული 42 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ტატო ბლიაძე, ნ. გოგოლაძე, ზ. შერგელაშვილი, ნ. ხრიკაძე და ბესო გოგალაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანისგან ბორჯომში შეგროვებული 4 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ერისტო ჩარკვიანი, ფიდო დანელია, ილ. კიკაძე, პ. სულაშვილი, იერ. კუპრაძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანისგან ბორჯომში შეგროვებული 4 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: დომენტი კუპრაძე, კირილე პაქსაშვილი, ალ. ჩარკვიანი, ლ. ასპანიძე, ანდრო ლონდარიძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანისგან ბორჯომში შეგროვებული 4 მანეთი მიიღო. შემომწირველები იყვნენ: ვანო ლონდარიძე, ეფ. პაქსაშვილი, პ. გიორგაძე, ალ. აბაიძე, გიო შუბ-ძე და სხვ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისთვის ეკითხათ თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესანახად შეეძლო თუ არა რაიმე წყაროს გამონახვა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ თუ ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი პირველი ბიბლიოთეკის შესანახად რაიმე წყაროს მონახვას ვერ შეძლებდა, პეტრე როსტომის ძე სურგულაძისთვის ეთხოვათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილი-წერეთლის თხოვნა, დროებით დაკეტილი პირველი ბიბლიოთეკის მდგომარეობა გაერკვიათ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე დგებუაძის თხოვნა ზაფხულის სტიპენდიის წინასწარ მიცემის შესახებ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 თებერვალს ალექსანდრე მდივანს დაევალა სკოლებში ინსპექტორის დანიშვნის შესახებ დაწვრილებითი მოხსენების შედგენა საზოგადო კრებაზე წარსადგენად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე მდივნის მოხსენება სკოლებში ინსპექტორის დანიშვნის შესახებ, რაც გამგეობის წევრებმა აუცილებლად მიიჩნიეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტერეზა ხმიადაშვილის თხოვნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველთვიურად 15 მანეთი მიეცათ სესხად. გამგეობა დათანხმდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვალს იასონ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის ფილიალის გამგეობა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების საერთო უწყების გამოცემაში და მათზე დაკისრებული 75 მანეთი ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა მთავარი გამგეობისთვის.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „სიონის მტრედო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პარმენ გოთუას მოხსენება „ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის მეთაური წერილი „სათეატრო კავშირი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეკატერინე გრიგოლის ასულ მელიქიშვილის წერილი „ჩვენი მწიგნობარ-მოღვაწენი, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას ვოდევილის „დედის ერთა“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ტასო აბაშიძის ბენეფისი მისი სცენაზე მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს ალიოზ შიხინოვი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე და დიმიტრი დუმბაძე სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბლისა საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის, ნარვალის ფსევდონიმით, სტატიის „დრამის მოკლე ისტორია“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ვასილ მაჩაბელი.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე.