ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნაფიცი ვექილის, ივანე ზედგინიძის წერილი „გადაუდებელი საქმე, შესახებ საგვარეულო მამულების გამოსყიდვისა“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ჟურნალი „ნაკადული“ იუწყებოდა, რომ 1-ლ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა პანაშვიდი ჟურნალ „ნაკადულის“ დამაარსებლისა და რედაქტორის, მარიამ ივანეს ასული დემურიას გარდაცვალების ათი წლისთავის აღსანიშნავად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ თებერვალს ბათუმში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებამ დაადგინა, რომ ცენტრო-ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით შემდგარიყო ათკაციანი საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც ერთხმად აირჩიეს: ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, გაბრიელ სვიმონის ძე ბერძნიშვილი, ნიკოლოზ ჯაყელი, ნ. მგელაძე, ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე, პართენ გოთუა, გ. ავალიანი, ლ. ფირცხალავა, ნიკოლოზ ანტონის ძე აღნიაშვილი და მათე გაბრიელის ძე რუსიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთისადმი რადიო-ტელეგრამაში საქართველოს მთავრობამ მიიღო ცივი პოზა ძველი რუსეთის აღდგენის მომხრის (დენიკინის) წინააღმდეგ. წერილში ის აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩერჩილთან და ფოშთან, რათა მათ საქართველო გამოეყენებინათ როგორც ბაზისი რუსეთის მუშა-გლეხობაზე თავდასასხმელად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ნათიშვილი ვენსნეულებათა ექიმი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი გინეკოლოგი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილი სტომატოლოგი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 თებერვალს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს, ივ. სანაყოევს წლის ბოლომდე ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან, წლის ბოლოს კი ან გაათავისუფლებდნენ, ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო სკოლის მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ დეკანოზი გალუსტ აბულიანცი ჩუღურეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორ გიორგი ახვლედიანს გაუგზავნეს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგის 1918 წლის 20 სექტემბრის N 13 ბრძანება, გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილის რუსული ენის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უდიდეს სიყვარულს უგზავნიდა ძვირფას მეუღლესა და შვილებს, ვისზეც გამუდმებით ფიქრობდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დარდობდა ჯეიმის ჯანმრთელობაზე. მისთვის მიეცა თევზის ცხიმი და საკვები, რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავდა, განსაკუთრებით თევზის ცხიმი. ჯეიმისთვის გადაეცა, რომ მამამისს სურდა ძლიერი ბიჭი გაზრდილიყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავს მშვენივრად გრძნობდა. ძალიან დაკავებული იყო. ასევე, ძალიან უყვარდა და ენატრებოდა ისე, როგორც არასდროს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 თებერვალს პარიზში კლემანსოს თავმჯდომარეობით უმაღლეს საბჭოში გაიმართა თათბირი, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს დელეგატები: კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და ზურაბ ავალიშვილი, აგრეთვე აზერბაიჯანის წარმომადგენელი ალი მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, გამგეობის წევრები მთელი შემადგენლობით დასწრებოდნენ მსახიობ გიორგი იშხნელის დაკრძალვას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მსახიობთა კავშირის შუამდგომლობა მსახიობ გიორგი იშხნელის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. გამგეობამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს თევდორე კიკვაძე, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და ნინო ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ფულზე დარდის დრო არ იყო. სააღდგომოდ მოიფიქრებდა როგორ გაეუმჯობესებინა ფინანსური მდგომარეობა. სანამ მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად არ შემცირდებოდა, არ ინერვიულებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში ადგილობრივი პირობების შესაბამისად ცხოვრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბანკიდან მიიღო ანგარიში. ინგლისში ცხოვრება საკმაოდ გაძვირებული იყო, რადგან მას სამ თვეში 600 ფუნტი ჰქონდა გატანილი, რაც წელიწადში 2400 ფუნტს შეადგენდა, ინგლისში მისი ხელფასი კი – 800 ფუნტს უდრიდა, გადასახადების გამოკლებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისი სამუშაო პერიოდი, როცა დასრულდებოდა შემოსავლები შეუმცირდებოდა. მიუხედავად სახლების გაყიდვიდან შემოსული თანხისა, მისი საბანკო ანგარიშები სახარბიელოდ არ გამოიყურებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სიახლეებით სავსე პერიოდი ჰქონდა. არავინ იცოდა შემდეგ დღეს რა მოხდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული გრაფიკი ჰქონდა და დღე მეტისმეტად მოკლე იყო ყველაფრის მოსასწრებად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბევრმა ისეთმა ადამიანმა გამოუგზავნა წერილი, ვინც ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ შეძლო მისი ნახვა. როგორც ჩანდა, საჩუქრის გადმომცემ სტუმართა რიცხვი და ვიზიტის ხანგრძლივობა თავად შეამცირეს, რომ მისთვის დრო არ წაერთმიათ და არ შეწუხებულიყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 თებერვალს, საღამოს ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოხუცმა ეკატრინე გაბაშვილმა წერილი გამოუგზავნა.