ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44636

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი დიმიტრი ყიფიანი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი გრიგოლ ორბელიანი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო პრეზიდენტად აირჩია.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „ქართლიდამ“გორის მაზრის ქრისტიანულ სალოცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ წარმართულ წეს-ჩვეულებებზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატისუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „ევროპაში მუშტი კრივზე ჩვენებურებში მუსაიფი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული კირილე ლორთქიფანიძის წერილისა „წიგნი მიწერილი მეგობართან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ისტორიული ნარკვევი „მეფე ირაკლი II-ს ოსმალებთან ომი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დეკანოზ დავით ღამბაშიძის წერილი „ხატზე გადაცემა იმერეთში“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ს. წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება სერგეი მესხის მოთხრობისა „ორი სიყვარული“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „სნეული“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი სერგეი მესხის წერილისა „ჩვენი განათლებულები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 7 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „ერთი თვალის გადავლება კაცის ისტორიულ ცხოვრებაზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისშობლის ხარების დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი სერგეი მესხის წერილისა „ჩვენი განათლებულები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში ათ შაურად იყიდებოდა ვასილ მაჩაბლის მიერ თარგმნილი ნარკვევი „ბავშვების მოვლა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „სოფ. რიონიდან“ იმერეთში მევენახეობის განვითარების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „საუბარი მკითხველთან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელი ბლაღოჩინის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „სამღვდელოების კრება იმერეთში“ ქუთაისში გამართული საეკლესიო ყრილობის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 21 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენის ხალხის ცხოვრებიდგან“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 28 ივნისს ვლადიკავკაზში გაიხსნა მიხეილ ლორის-მელიქოვის კერძო სახელოსნო სკოლა, სადაც მოწაფეები წერა-კითხვასთან ერთად მჭედლობას, ხუროობასა და ავეჯის შეკეთებასაც შეისწავლიდნენ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილი ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი „ბედნიერება, ვითა პეწია“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის უსათაურო წერილი ზუგდიდის მაზრაში გახშირებული ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „მანგლისის გზაზე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 8 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსი „ერთს ვისმე“.