ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41561

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კახეთის რკინიგზა“.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის იანვარში ავადმყოფ აკაკი წერეთელს სახლში სევერიან ჭოღოშვილი მკურნალობდა, ხოლო ორ დღეში ერთხელ ჭიათურიდან სხვა ექიმი აკითხავდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „ძევსეს პასუხი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს არტისტული საზოგადოების საკონცერტო დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: მელიტონ ბალანჩივაძე და ქართული ხორო (ქალების და კაცების) ზაქარია ფალიაშვილის ლოტბარობით.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1 დეკემბერს ბათუმში ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ი. მ. ხითაროვი, ა. ს. ჩილინგარიანი და რეჯებ შაშიკ-ოღლი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1 დეკემბერს ბათუმში ქალაქის საბჭოს ხმოსნთა არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ლეონიდე სიმონის ძე ქიქოძე, ომარ აღა-აში-ოღლი და ტ. პ. ტრიანტაფილიდისი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1 დეკემბერს ბათუმში ჩატარდა ქალაქის საბჭოს ხმოსნთა არჩევნები, რომელზეც მ. ს. ბარკალაია, მ. ს. ბეთანოვი, თ. ვ. ჯაყელი და სამსონ სპირიდონის ძე ელიაშვილი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1 დეკემბერს ბათუმში ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ს. ლ. ქუთათელაძე, ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე, მ. მ. ნაკაშიძე და ივანე დავითის ძე კაკაბაძე აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 15 დეკემბერს სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის კრებაზე სიტყვით გამოვიდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 დეკემბერს სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე იოსების ძე ყიფიანი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის „გრიგოლ ანაშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი „სცენის მუშაკი მელქო აჯიმამუდოვი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში 12 იანვარს წარმოდგენილი „პეპოს“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში იუზა ზარდალიშვილი მუდმივი წარმოდგენების გასამართად კავკავში მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ნოემბერს ჭიათურაში ვასილ ოქროპირის ძე არაბიძის რეჟისორობით გაიმართა აკაკი წერეთლის სალიტერატურო საღამო მგოსნის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატია „დიქცია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული სახიობა (მსახიობთა ამხანაგობის წარმოდგენა)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 იანვარს ბაქოში კონსტანტინე ფოცხვერაშვილს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით კონცერტი უნდა გაემართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ნოემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიას რეჟისორობით წარმოადგინა ისტორიული დრამა „მარუჩა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს იოსებ გრიშაშვილს სახალხო სახლში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გაემართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა საბუის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს გრიგოლ ანაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახალხო სახლში კოტე შათირიშვილის რეჟისორობით ალექსანდრე ცაგარლის „ციმბირელი“ უნდა წარმოედგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში წარმოადგინეს პიესა „და-ძმა“ ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ალ. გოგაშვილის, ანა ჟურულის, სოფიო გოგაშვილის, რ. სალაყაიას, ღოღაძის, მიხეილ კიაზოშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია, მიძღვნილი ალექსი ჭიჭინაძისადმი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ქიქოძის შარჟი ალექსანდრე იმედაშვილზე.