რეგისტრირებული ფაქტები50108
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა წიგნებისა და სახემძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-8 მუხლი შეცვლილი სახით: მიმდინარე წლის არაუგვიანეს 15 იანვრამდე სექციას გამგეობისთვის განსახილველად უნდა წარედგინა გასული წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეპუტაციის წევრებად დაასახელეს: საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გუბერნიის მარშალი დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავადი იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი, დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი, პეტრე ბესარიონის ძე კიზირია და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეპუტაციის წევრებს – ანასტასია მიხეილის ასულ თუმანიშვილი-წერეთლისას, დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილს, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილს, ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძეს, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილს, პეტრე ბესარიონის ძე კიზირიასა და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას – დაევალათ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის ეთხოვათ დარჩენილიყო საზოგადოების თავმჯდომარედ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა წიგნებისა და სახელმძღვანელოების საგამომცემლო სექციის ინსტრუქციის მე-13 პარაგრაფის მე-3 მუხლი შეცვლილი სახით: სექციას ყურადღება უნდა მიექცია პედაგოგიური სახელმძღვანელოებისთვის, გამოსაცემად აერჩია საუკეთესო და შემდეგ დაებეჭდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანოს წევრები თუ ვერ შეთანხმდებოდნენ რომელიმე საკითზე, მათზე ზემდგომი ხელმძღვანელები ერთობლივად მოაგვარებდნენ პრობლემებს. მსგავსი პირობები 1911 წელსაც ჰქონდა წარმოდგენილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საგამომცემლო სექციას კერძო პირებისთვის უნდა შეეკვეთა სხვადასხვა წიგნები, ჰონორარზე შეთანხმებოდა, ავტორისაგან მიღებული წიგნები ჯერ თვითონ უნდა შეემოწმებინა, შემდეგ კი – განსახილველად გამგეობისთვის წარედგინა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე 86 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაადგინეს, წესდების მე-10 მუხლი ჩაესწორებინათ შემდეგი შინაარსით: ნამდვილ წევრად ჩაითვლებოდა ის პირი, რომელიც ყოველწლიურად შეიტანდა ერთდროულად არანაკლებ 20 მანეთს. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს გაერთიანებული მუზეუმების მმართველი ორგანო დაადგენდა მართვა-გამგეობის წესებს და ჩააბარებდა ანგარიშს საზოგადოებისა და საბჭოს ხელმძღვანელებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ განაცხადა, რომ წინა წლის დეკემბერში, როცა თბილისიდან იხიზნებოდა ხალხი, საზოგადოების ყველა წევრი ქვეყნის საგანძურის გადამალვას ცდილობდნენ, მაშინ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილს სურდა მუზეუმი რუსეთში გადაეტანათ და ვერ გადაარწმუნეს იგი თავად ღამბაშიძემ და ივანე ჯავახიშვილმა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძემ განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე გადაედოთ საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზუემების გაერთიანების საკითხი. მისი აზრით, სჯობდა მშვიდობიან პირობებში განეხილათ ეს საქმე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი იესეს ძე ცინცაძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოსა და საზოგადოების მუზეუმები არ გაერთიანებულიყო, რადგან ომის პირობებში ორივე დაწესებულება ცალ-ცალკე უკეთ უპატრონებდა თავის საგანძურს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: აკაკი ხვიჩია, ილარიონ ხაზარაძე, სილოვან ხუნდაძე, გიორგი ალმასხანის ძე ხუნდაძე, მარიამ ხუხუნი, სიმონ ხოშტარია, ალექსანდრე მალაქიას ძე ჯაფარიძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, ანა ალექსის ასული ჯაფარიძე და ნინა ჯაფარიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი ჯანდიერი, ივანე ჯავახაძე, გიორგი ჯავახია, ეპიფანე ჯინჭარაძე, კონსტანტინე ივანეს ძე ჯორჯიკია, არსენ ქაიხოსროს ძე ჯახუტაშვილი, შალვა ჯანჯგლავა, მარო ჯიმშერაშვილი, ოქროპირ ჯაოხაძე, მიხეილ ჯანჯღავაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ივანე გუმბერაძე, მარიამ კოსტანოვი, ნესტორ ერასტის ძე გაბუნია, პარმენ მხეიძე, ვასილ კახაია, ნიკოლოზ ძაგანია და ვასილ იოსების ძე არდიშვილი.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: სიმონ ავალიშვილი, ისიდორე ძოწენიძე, აპოლონ ყუბანეიშვილი, იულია მეთოდეს ასული ყუბანეიშვილი, ქეთევან ბესარიონის ასული კახიძე, ვერა მელიტონის ასული ჭიჭინაძე და სამუელ ანთაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 18 ნოემბერს ჩავიდა ქუთაისში რევიზიის ჩასატარებლად და შეხვდა განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგ იოსებ ოცხელს, რომელიც გიორგი ზდანოვიჩის მოვალეობას ასრულებდა. ლასხიშვილის გადმოცემით იოსებ ოცხელმა განუცხადა, რომ ვერ მოხერხდებოდა რევიზიის ჩატარება, რადგან ადგილზე არ იმყოფებოდნენ გამგეობის მდივანი იასონ ბაქრაძე და ბუღალტერი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებს გააცნო ის მიზეზები რის გამოც დაიძაბა ურთიერთობა მთავარ გამგეობასა და ქუთაისის განყოფილებას შორის.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა გიორგი ლასხიშვილმა მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ქუთაისში ყოფნის დროს საზოგადოების სხდომაზე განყოფილების წევრებმა გამოთქვეს საყვედური, რომ მთავარმა გამგეობამ დახმარება არ გაუწია მათ დასაბეჭდად გადაეტანათ სახელმძღვანელოები მთავარი გამგეობის სტამბაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის წევრთა სია და აუწყა, რომ წევრთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, მაგრამ არ მოესწრო ყველა დარიგებული წიგნაკის შეგროვება და ასევე სიჩქარის გამო არ მოესწრო წევრთა ანბანის მიხედვით დაყოფა. ხელს აწერენ თავმჯდმარის ამხანაგი იოსებ ოცხელი და გამგეობის მდივანი იასონ ბაქრაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 იანვარს თბილისის ადგილობრივი არტილერიის პორუჩიკმა ივანე ვასილის ძე სვანაძემ თხოვნით მიმართა მთავარ გამგეობას, რომ ნება დაერთოთ ქუთაისის გუბერნიის სოფ. საყულიაში თავისი სახსრებით გაეხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც უხელმძღვანელებდა ამავე სოფლის მასწავლებელი ნინა ანდრეას ასული სვანაძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა იასონ ბაქრაძემ გამგეობის დავალებით მთავარ გამგეობას წერილობით მიმართა, რომ 10 იანვრიდან რევიზიის ჩასატარებლად გამოეგზავნათ მათი რწმუნებული და სთხოვა, წინასწარ შეეტყობინებინათ მათი ჩამოსვლის თარიღი, რომ ხელახლა არ შექმნილიყო უხერხული მდგომარეობა მდივნის ან ბუღალტრის ქალაქში არყოფნის გამო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას წერილობით აუწყა, რომ ქუთაისის განყოფილების რევიზია დაავალეს დავით კარიჭაშვილს, რომელიც უკვე გაემგზავრა სოხუმში და იქედან გამოივლიდა ქუთაისში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ქუთაისის განყოფილებას გაუგზავნა სასამართლოს უწყება და საჩივრის ასლი მარიამ დადიანისა და მიხეილ ნიჟარაძისა, ნინო კონსტანტინეს ასული წერეთლის ანდერძის შესახებ და სთხოვა ქუთაისის განყოფილებას 8 მარტს გაეგზავნათ რწმუნებული სხდომაზე დასასწრებად.