რეგისტრირებული ფაქტები50753
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ანანია სალუქვაძემ სამხედროში საამსახურში ყოფნის დროს სხვებთან ერთად ჯარისკაცთა საორგანიზაციო საიდუმლო წრე შექმნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910-იან წლებში თევდორე კიკვაძე ოზურგეთში ცხოვრობდა და ბავშვებს ამზადებდა სასწავლებელში შესასვლელად.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს როსტოვში გადასახლებულმა პარმენ ჭიჭინაძემ მთელ ქალაქში სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო ექიმმა, მაგრამ პარტიული მუშაობისთვის თავი არ დაუნებებია.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წელს პარმენ ჭიჭინაძე მოწინავე მუშებთან ერთად დაიჭირეს, რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში ამყოფეს და მერე გადაასახლეს კავკასიის საზღვრებიდან. გადასახლებულთა ცენტრი იყო დონის როსტოვი, სადაც პარმენ ჭიჭინაძე წავიდა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910-იან წლებში როსტოვში პარმენ ჭიჭინაძის გარდა გადასახლებულები იყვნენ ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ ელიავა, სეით დევდარიანი, გრიგოლ ლორთქოფანიძე და სხვ., რომლებიც ეხმარებოდნენ საქართველოში დარჩენილ ამხანაგთა მცირე ჯგუფს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 26 დეკემბრიდან 1910 წლის 2 იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას სამსონ ფირცხალავას მაგივრად ლუარსაბ ბოცვაძე ასრულებდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. უსახსრობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას ცნობა ისიდორე კვიცარიძისა და კონსტანტინე ონიკაშვილის ვექსილების ვადის გასვლის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ოლღა გურამიშვილის თხოვნა ყოველთვიურად 25 მანეთის მიცემის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს და პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს სამუზეუმო კომისიაში მონაწილეობა დაავალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 20 დეკემბერს დაბა ჩოხატაურში ჩატარებულმა კრებამ დაადგინა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების შექმნა. კრების ოქმისა და სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნის რუსულენოვანი ვარიანტი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას 22 დეკემბერს წარუდგინა ბესარიონ დოლიძემ – ზემო ამაღლების წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმა, ჩოხატაურის ფილიალის გამგეობის წევრმა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 დეკემბერს სილიბისტრო თავართქილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უგზავნის 20 დეკემბერს დაბა ჩოხატაურში გამართული კრების ოქმს ადგილობრივი განყოფილების დაარსების შესახებ და სთხოვს დაეხმარონ ფილიალის დაკანონებასა და შემდგომი საქმიანობის წარმართვაში.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე თედო ლაბაური ჩამოახრჩვეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 20 დეკემბერს გამართულ კრებაზე დადგინდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება. გამგეობის თავმჯდომარედ დასახელდა სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე, ხოლო წევრებად – ექიმი მელიტონ გიორგის ძე არიშიძე (არეშიძე), სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე, გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძე, ბესარიონ დოლიძე, თომა ბესარიონის ძე მეგრელიშვილი და დიმიტრი კოტრიკაძე.
1909
ტიპი: ავტორობა
ილიას ფონდის განკარგვის გეგმისა და დანიშნულების საკითხების გარკვევასთან დაკავშირებულ წერილში სამსონ ფირცხალავა აუწყებს ქუთაისის ფილიალს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების 1909 წლის 20 დეკემბრის საერთო კრების დადგენილებით იმ დროისთვის ფონდში არსებული თანხა სესხად მიეცა სამუზეუმო კომისიას; ფონდის დანიშნულება უცვლელი დარჩა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 20 დეკემბერის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მუზეუმის შენებასთან დაკავშირებული გეგმის განსახორციელებლად სამუზეუმო კომისია უნდა აერჩია. კომისიაში წერა-კითხვის საზოგადოებისა და საისტორიო საზოგადოების სამ-სამი წევრი უნდა ყოფილიყო, ხოლო ხუთი წევრი საზოგადო კრებას თვითონ უნდა აერჩია. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 20 დეკემბერის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია: მუზეუმის შენება დროულად დაეწყოთ და სამუზეუმო თანხისთვის დროებით შეეერთებინათ ილიას, რ. ერისთავის, სასტამბო და ძველი წიგნების თანხები. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებას მოახსენა, რომ მუზეუმი და ბიბლიოთეკა ილიასეულ სახლში გადაეტანათ. მაგრამ შემდეგ გამგეობა სარევიზიო კომისიის მოხსენებას მიემხრო, რომ მუზეუმისთვის ცალკე შენობა აეგოთ და ამ გეგმის განსახორციელებლად მუზეუმის თანხა და ილიას ფონდი გაეერთიანებინათ. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), დავით (დათა) გიორგის ძე ჯორჯაძე, სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.