ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეორე ნაწილის მეორე პუნქტში ეწერა, რომ პარლამენტი უნდა ყოფილიყო ერთადერთი საკანონმდებლო დაწესებულება.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეექვსე პუნქტში ეწერა, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონოდა პასპორტის გარეშე მგზავრობის სრული თავისუფლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეშვიდე პუნქტში ეწერა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლებები რუსეთის კანონმდებლობაში უნდა შეეტანათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მერვე პუნქტში ეწერა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ძირითად კანონებს უნდა დაეცვა ყველა ეროვნების პოლიტიკური, მოქალაეობრივი და ეკონომიკური უფლება.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მერვე პუნქტში ეწერა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ყველა ენის თავისუფლად გამოყენების ნებართვა უნდა გაეცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მერვე პუნქტში ეწერა, რომ რუსეთის სახელმწიფოს ქვეყნის ლიტერატურისა და კულტურის განმავითარებელ ღონისძიებათა გამართვის ნებართვა უნდა გაეცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პირველი ნაწილის მეცხრე პუნქტში ეწერა, რომ რუსული ენა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ცენტრალური დაწესებულებებისთვის, არმიისა და ფლოტისათვის.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეოთხე ნაწილი საფინანსო და ეკონომიკურ პოლიტიკას ეხებოდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს სერგო დავითის ძე ჯაფარიძე რუსეთის იმპერიის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან თავად-აზნაურთა საგანგებო თათბირზე საუბარი იყო აჯანყებული გლეხების წინააღმდეგ თავადაზნაურობის შეიარაღებული დაპირისპირების საჭიროებაზე. ილია ჭავჭავაძემ მოუწოდა, არ გადაედგათ ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავძემ მიიღო ანტონ ფურცელაძის წერილი ბაბაევის საქმის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ მუშებს უნდა ჰყოლოდათ მათ მიერვე არჩეული ინსპექტორები. ისეთ სამსახურში, სადაც მხოლოდ ქალები მუშაობდნენ, ინსპექტორიც ქალი უნდა ყოფილიყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ შრომის ანაზღაურების სახით დასაქმებული პირებისთვის საქონლის მიცემა უნდა აეკრძალათ. დამსაქმებლებს თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ფულადი ანაზღაურება უნდა მიეცათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ქალებს არ უნდა შეესრულებინათ მძიმე ფიზიკური სამუშაო. ფეხმძიმე ქალებისთვის კი ათკვირიანი ანაზღაურებადი შვებულება უნდა მიეცათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების სამუშაო საათების ხანგრძლოვობა 6 საათზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ დამსაქმებლებისთვის 16 წლამდე ახალგაზრდების დასაქმება უნდა აეკრძალათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ღამის საათებში მუშაობა უნდა აეკრძალათ. კანონი არ შეეხებოდა დაწესებულებებს, სადაც ტექნიკური პირობების გამო მუშაობის შეწყვეტა არ შეიძლებოდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ უნდა მიეღოთ კანონი ყოველკვირეული 48 საათიანი დასვენების შესახებ. კანონი თანაბრად შეეხებოდა ორივე სქესის დასაქმებულ პირს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ყველა დაქირავებული მუშისთვის რვასაათიანი სამუშაო დღე უნდა დაეწესებინათ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილი დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისამდე პეტერბურგში მყოფმა დავით სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძის თხოვნით სასტუმრო „ევროპაში“ გამართა სადილი, რომელსაც დაესწრნენ სოციალ-დემოკრატი დეპუტატები: ისიდორე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, ივანე გომართელი, ალექსანდრე ცაგარელი, ივანე ზურაბიშვილი, მალაქია ბოლქვაძე. ილიამ მათ სთხოვა, სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მხარი დაეჭირათ საქართველოს ავტონომიის მოთხოვნისთვის. დეპუტატები შეჰპირდნენ, რომ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდნენ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე თელავისა და თიანეთის მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს იაკობ გოგებაშვილმა „ბუნების კარში“ შეიტანა ილია ჭავჭავაძის ლექსი „მეცა მქონია კარგი მამული“.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ივანე ჯავახიშვილის ლექციას საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაურმა გამოსცა კრებული „ქართველი მწერლები“, რომელშიც დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „გუთნისდედა“, „ელეგია“ და „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.