ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის წევრებს მოახსენა, რომ მხარი უნდა დაეჭირათ ყვირილის განყოფილების თბილისის დრამატულ საზოგადოებასთან შუამდგომლობისთვის.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილება ფლობდა სამკითხველოებს: ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, რაჭის, მუხურის, ჩხარის, საზანის, წევისა და ყვირილის. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ანგარიშს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ევგენი ექვთიმეს ძე კვარცხალია ზუგდიდის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს ითხოვდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გარდაიცვალა მთავარგამგეობის წევრი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გიორგი შალამბერიძემ საწერი მანქანების დაკვეთა გერმანიაში საკუთარ თავზე აიღო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ გადაწყვიტა გამარტივებული ანბანის შესადგენად სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისია მიეწვია. თუმცა საქველმოქმედო საზოგადოების საბეჭდი მანქანის ქართულ ანბანს (ბეჭდურ შრიფტს) დროებით მისაღებად მიიჩნევდა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული უნივერსიტეტის გამგეობამ საზოგადოების გამგეობას ხელნაწერების უნივერსიტეტში გადატანის ნებართა სთხოვა. ხელნაწერებით სარგებლობის უფლება გარეშე პირებსაც ექნებოდათ. გამგეობამ მათ ხელნაწერების გამოყენების ნება დართო პროფესორ ივანე ჯავახიშვილის პასუხისმგებლობით. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლიდან დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1915 წლებში გიორგი ალექსანდრეს ძე მგალობლიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1917

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1917 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წლიური შემოსავლიდან სასკოლო სექციისთვის 22172. 40 მანეთი იყო გადადებული, დაიხარჯა – 16974. 08.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1916 წლებში ყარამან სიმონის ძე კობახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1916 წლებში ზაქარია პართენის ძე კიკნაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914 და 1915 წელს პავლე ნიკიფორეს ძე ბოჟკოვი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1916 წლებში ვალერიან ივანეს ძე ქავთარაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1920 წლებში ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1916 წლებში ბესარიონ მაჭარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1916 წლებში მიხეილ მურვანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1917 წლებში ქრისტეფორე მოსეს ძე მიხაილოვი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1914-1916 წლებში კირილე გლახოს ძე პაქსაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1916 წლებში მღვდელი მიხეილ სოფრომაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.