რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1882 წელს დაარსებული წინარეხის სკოლის შენახვას წელიწადში 3134.52 მანეთი სჭირდებოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მარიამ ღიბრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ივანე იოსების ძე გიუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინარეხის სკოლაში ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1916 წლის 7 იანვარს დაარსებული წერაქვის სკოლის შესანახად წელიწადში 3047.85 მანეთი იყო საჭირო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 25 ივნისს ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას წევრად მიღება სთხოვა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების შემოსავალი მხოლოდ საწევრო შესატანს – 93 მანეთს შეადგენდა. გასავალი კი – 33 მანეთსა და 26 კაპიკს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ნიკოლოზ რომანოზის ძე ლეჟავა და გიორგი სტეფანეს ძე გუჯეჯიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ (მოქმედება დაიწყო 4 მაისს) 3 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 11 საქმე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილება 1909 წლის 4 მაისს დაარსდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 თებერვალს ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი და სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 თებერვალს ივანე მიხეილის ძე გომელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 თებერვალს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 10 თებერვალს სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილის მოწვევით ქალაქ ჭიათურაში გამართულმა წინასწარმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჩხერისა და ჭიათურის განყოფილებების გახსნა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 10 თებერვალს სოფრომ გლახას ძე ტარუაშვილის მოწვევით ქალაქ ჭიათურაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წინასწარი კრება გაიმართა. სხდომას განყოფილების წევრობის მსურველი 33 კაცი ესწრებოდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (თავმჯდომარე – მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე) სამკითხველოს 33 წევრი ჰყავდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის თებერვალში მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1914 წლის შემოსავალი 1249 მანეთსა და 31 კაპის შეადგენდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1914 წლის გასავალი 1031 მანეთსა და 26 კაპიკს შეადგენდა. აქედან 120 მანეთი ბიბლიოთეკის გამგის ჯამაგირი იყო, 566 მანეთი და 18 თეთრი – თეატრის შესაძენად, გაზეთების, წიგნების და საკანცელარიო ნივთების გამოსაწერად – 122 მანეთი და 13 კაპიკი, გათბობა-განათებისა და სხვადასხვა ხარჯი კი – 160 მანეთი და 93 კაპიკი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 14 სხდომა ჰქონდა, გაირჩა 34 საქმე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1913 წლის გასავალი 1027 მანეთსა და 04 კაპიკს შეადგენდა. აქედან 110 მანეთი ბიბლიოთეკის გამგის ჯამაგირი იყო, 584 მანეთი და 66 თეთრი – თეატრის შესაძენად, გაზეთებისა და წიგნების გამოსაწერად – 164 მანეთი და 56 კაპიკი, განათებისა და სხვადასხვა ხარჯი კი – 167 მანეთი და 82 კაპიკი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 1913 წლის შემოსავალი 1311 მანეთსა და 11 კაპიკს შეადგენდა. აქედან 692 მანეთი და 19 კაპიკი საწევრო შენატანი იყო, 172 მანეთი და 84 კაპიკი – დახმარება ყვირილის სამეურნეო ბანკიდან, ხოლო 300 მანეთი – სეირნობების შემოსავალი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1912 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (ხაზინადარი – პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე) 45 ნამდვილი წევრი ჰყავდა. წლის განმავლობაში ჩატარდა 13 სხდომა, გაირჩა 24 საქმე.