ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და „იავნანამ რა ჰქმნა?“, „ჩარლზ პარნელი“ და 1905 წლის კედლის კალენდარი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაბეჭდა 1904 წლის საქართველოს კალენდარი, „გულივერის მოგზაურობა“, იაკობ გოგებაშვილის „ბურჯი ეროვნებისა“ და ქართველი მწერლების ალბომი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა საღდგომოდ ქალაქის (თბილისის) მოურავს ღარიბებისთვის დასარიგებლად 2 000 მანეთი გადასცა. მან თანხა შემდეგნაირად გაანაწილა: 200 მანეთი უნდა მიეცა ღამის თავშესაფართა გამგე კომისიისთვის, 300 მანეთი – იაფ სასადილოთა კომიტეტისთვის, დანარჩენი 1 500 მანეთი – იმ კომისიისთვის, რომელსაც უბნის ღარიბთა სამზრუნველოების პროექტი უნდა შეემუშავებინა. ზუბალაშვილი ასეთ განაწილებას დათანხმდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს სასწავლო ოლქის მზურნველმა თბილისის გიმნაზიის გამგედ რუსული ენის მასწავლებელი შიო ჩიტაძე აირჩია.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ეკალაძის მოთხრობა „უსახელო“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა არ. რაჟდენიძის სტატია „გასული წელი ჩვენში“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს თეოფილე ხუსკივაძის „ლევან ბატონიშვილი“ დაიბეჭდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის პირველი იანვრიდან მსურველებს გაზეთ „კვალის“ გამოწერა ახალ სენაკში კონსტანტინე თავართქილაძის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ, ქუთაისში – მიტოფანე ლაღიძესთან, ვასილ ბეჟანიშვილის წიგნის მაღაზიასა და წიგნის გამომცემელი ამხანაგობის ჯიხურში, ჭიათურაში – კალისტრატე ჭიჭინაძესა და კარპე მოდებაძესთან.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ ალექსანდრე წულუკიძის წერილის „ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან“ VII თავი დაიბეჭდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის ინიციატივა საადგილმამულო ბანკში შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად მიიღო. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით თავმჯდომარედ ივანე ზურაბიშვილი აირჩიეს. 

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს გიორგი გვაზავამ ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის პროგრამის შემუშავებაში მონაწილოება მიიღო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეა თავდაპირველად ალექსანდრე ორბელიანის სახლში ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით განიხილეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეით გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ვასო ყიფიანი, გიორგი გვაზავა და სხვები.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის იდეით გამართულ ყრილობას დაესწრნენ პავლე თუმანიშვილი, ნიკო თავდგირიძე და სხვ.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკში მოიწვია ყრილობა, რათა შეექმნათ სოციალ-ფედერალისტებზე უფრო ეროვნული იდეის მატარებელი პარტია. ყრილობაზე ეროვნული და დემოკრატიული მოძრაობის შექმნის თაობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 85 ადამიანი დაესწრო.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ საადგილმამულო ბანკში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნის მიზნით გამართული ყრილობის შესახებ ინფორმაცია ივანე ზურაბიშვილის შვილებმა ექვთიმე თაყაიშვილის ცნობაზე დაყრდნობით განავრცეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სამეურნეო ბანკის კრებაზე გამოვიდა ინიციატივით, ხარჯთაღრიცხვაში გაეთვალისწინებინათ ჯილდო მცირე სახალხო კრედიტის შესახებ საუკეთესო ბროშურის შემდგენელისთვის.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს თბილისის სასამართლო პალატამ განიხილა ზაალ გურამიშვილის მეურვის სააპელაციო საჩივარი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წისქვილის თაობაზე და ძალაში დატოვა საოლქო სასამართლოს 1902 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ილია ჭავჭავაძის ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ვასილ გამრეკელის წერილი. იგი ახალციხეში მცხოვრებ ქართველთა სახელით შუამდგომლობას სთხოვდა, წმინდა მარინეს სახელობის ადგილობრივ ეკლესიაში ქართული ენის მცოდნე სასულიერი პირი დაენიშნათ.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც მიიღეს დადგენილება, საზოგადოების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად კიდევ ერთი სკოლა და ბიბლიოთეკა დაარსებულიყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შროს წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც მოისმინეს განვლილი წლის ანგარიში და დაამტკიცეს ახალი ხარჯთაღრიცხვა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სტეფანე ზუბალაშვილი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრეევის ქ. №22-ში ასაშენებელი საკუთარი საცხოვრებელი სახლის პროექტი მინდობილობით ჩააბარა ბეჟან მჭედლიშვილს.