ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას პოემა „განდეგილი“ პროზად ყოფილა თარგმნილი ფრანგულ ენაზე.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას რუსულად თარგმნილი ლექსების ნაწილი იბეჭდებოდა „Русская мысль“-ში, „Живописное обозрение“-ში, „Вестник Европы“-ში.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას რუსულ ენაზე თარგმნილი ლექსების ნაწილი ცალკე კრებულად დაიბეჭდა.

1903

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას პოემა „განდეგილი“ რუსულ ენაზე უთარგმნია ივანე თხორჟევსკის.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიაში გრიგოლ ყიფშიძეს დაურთავს შენიშვნა, რომ „ივერია“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა არა 1885, არამედ 1886 წელს.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილია იყო გაზეთის „ივერია“ რედაქტორი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია გრიგოლ (გიგო) ყიფშიძეს გადაუწერია.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ავტობიოგრაფია დაწერა. დოკუმენტის თანახმად, თბილისის სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკი იყო რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საადგილმამულო კრედიტის გამცემი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საზოგადო სიკეთესა და სარგებლობას გამდიდრების კერძო ინტერესზე მაღლა აყენებდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას გლეხთა განთავისუფლებისთვის ნაბოძები ფულის ნაწილი ბანკის დასაარსებლად გადაუდვია.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მეუღლე იყო ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ოლღა გურამიშვილი იყო თავად თადეოზ გურამიშვილის ასული.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას თბილისის გიმნაზიის რვა კლასი დაუმთავრებია, თუმცა გამოცდა აღარ ჩაუბარებია.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას დედა იყო მარიამ ბებურიშვილი.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პანსიონისა, სადაც ილია ცხოვრობდა და სწავლობდა, გერმანელი ჰაკე, მართალია გამოირჩეოდა სიმკაცრითა და დაუნდობლობით, მაგრამ ამასთან ერთად, მამობრივ მზრუნველობას იჩენდა თავისი შეგირდების მიმართ და კლასში მეცადინეობის შემდეგაც მთელ თავისუფალ დროს მოსწავლეებთან ატარებდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პანსიონისა, სადაც თავის დროზე ილია სწავლობდა, ჰაკე, თავისი შვილების აღსაზრდელად გერმანიიდან გამოუძახებია კავკასიის ცალკე კორპუსის უფროს ნეიდგარტს.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილია სოფლის მთავართან სწავლობდა სოფლის გლეხკაცების შვილებთან ერთად.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას სწავლა 8 წლიდან დაუწყია მისივე სოფლის მთავართან.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ილიას მამა იყო გრიგოლი ჭავჭავაძე.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1907 წლებში ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე (კიკვიძე) პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ დახურვის შემდეგ გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა წიგნაკები კავკასიის უმაღლესი სასწავლებლის დაარსების შესახებ და „დახასიათებანი და მოგონებანი“ 3 ნაწილად.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-05 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე სოფ. კუშუბაურის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-08 წლებში საბა ივანეს ძე ჩაჩუა სალომინაოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თბილისში ია ეკალაძის თხზულებათა I ტომი გამოიცა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს გიგო გელიკურაშვილს სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადეს.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-05 წლებში ამბროსი ბესარიონის ძე კანდელაკი ჭოგნარის სვეტიცხოვლის ეკლესიის მღვდელი იყო.