ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50738

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ხონის თეატრს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე თბილისის სათათბიროს ხმოსანი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მეოთხე სახელმწიფო დუმაში მენშევიკთა ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მესამე სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო თბილისის გუბერნიიდან.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ანანია სალუქვაძე მეორედ დაიჭირეს და ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიიის მასწავლებელი გახდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იოსებ ოცხელი იყო ქუთაისის გინმაზიის დირექტორი.

1907

ტიპი: გარდაცვალება

თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ნომინალური ხელმძღვანელი პლატონ გაჩეჩილაძე იყო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისათვის დახურეს ჟურნალი „ეკალი“, მისი რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე კი ორი თვით დააპატიმრეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს თედო კიკვაძე იყო იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისში არალეგალურად მცხოვრები თევდორე კიკვაძე კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო აგრონომი ოზურგეთში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკივაძემ კერძო გაკვეთილების ჩატარება შეწყვიტა და ოზურგეთი დატოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე მეორე სახელმწიფო დუმისთვის დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციაში მონაწილეობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძემ გურიის სოციალ-დემოკრატთა კომიტეტში განაგრძო მუშაობა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძემ მოსწავლეებისთვის კერძო გაკვეთილების ჩატარებას მოჰკიდა ხელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თევდორე კიკვაძე ოზურგეთში დარჩა საცხოვრებლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის ციხიდან გათავისუფლდა.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს მაკვანეთში დაპატიმრებული თევდორე კიკვაძე ერთხანს ინგუშ დარაჯთა „პოსტზე“ იჯდა ოზურგეთში.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მაკვანეთში დააპატიმრეს თევდორე კიკვაძე.