ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48051

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ, ასევე გამგეობას სთხოვა სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო ნივთები და დახმარებოდნენ სკოლის დაზიანებული ჭერის აღდგენაში. გამგეობამ მ. კლიმიაშვილს გაუგზავნა სასწავლო ნივთები რუკებისა და სურათების გამოკლებით და ასევე შეატყობინა, რომ ჭერი თავად შეეკეთებინათ და ზაფხულისთვის გამგეობა იზრუნებდა მის განახლებაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი და ივანე ზურაბიშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიის წევრებმა ეკატერინე გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობათა გამოცემის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, მიეცათ მისთვის მოწმობა საზოგადოების სკოლებში ნამსახურების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გ. კორინთელს ფოტოგრაფიის სახელოსნო ოთახის გარემონტებისთვის გადასცა 18.10 მან., ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 27 მან., ნიკოლოზ ავალიშვილს – 12 მან., ზაქარია ჭიჭინაძეს – 10 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ფოტოგრაფიის თანამშრომლებს შეცვლიდნენ, მანამდე მათთვის უნდა გადაეხადათ კუთვნილი ხელფასები. გამგეობამ თანხმობის დასტურად აბრამ ნორდშტეინს გადასცა – 75 მან., ზაქარია ლაბაურს – 25 მან., მბეჭდავ ხუნდაძეს – 30.50 მან., ეკატერინე გძელიშვილს – 20 მან., ნიკა ფიცხელაურს – 10 მან., ბეგოიძეს – 5 მან., ხოლო ვასილ როინაშვილმა უარი განაცხადა ჯამაგირზე, რადგან პასუხს ელოდებოდა ფოტოგრაფიის შესყიდვის თაობაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან დაარსებული სამრევლო სკოლა აკურთხა, რომელსაც სკოლის დამფუძნებელი, ალექსანდრე მიხეილის ძე მუხრან-ბატონი ესწრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ტანძრის წინამძღარმა, მარკოზ ტყემალაძემ, მისალოცი სიტყვა წარმოთქვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ივანე მიქაძის კორესპონდენცია „ს. ღანირი (იმერეთი)“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიტროფანე ლაღიძემ სახალხო წიგნი „პოემების კრებული“ გამოსცა, რომელშიც აკაკი წერეთლის „მომაკვდავის ჩვენება“, ილია ჭავჭავაძის „აჩრდილი“ და ვახტანგ ორბელიანის „იმედი“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის დასუფთავების კომისიის თავმჯდომარე ტიტე ქიქოძე ქალაქის სანიტარული მდგომარეობის შესწავლას შეუდგა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ წმინდა გიორგის ეკლესიაში ქვაშვეთობისადმი მიძღვნილი წირვა გადაიხადა და ახალაშენებული სამრევლო სკოლა აკურთხა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობმა ბარბარე ავალიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას რამდენიმე სასცენო კოსტუმი უსახსოვრა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ძმებ თავართქილაძეების წიგნის მაღაზიაში ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სახელმძღვანელო სამღვთო სჯულის სასწავლებლად საერო და სამრევლო სკოლების მოწაფეთათვის“ 30 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ და გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წმინდა მიხეილ-მთავარანგელოზის ეკლესიაში ტაძრის დღეობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის დრამატულ თეატრში დავით ერისთავის „სამშობლო“ დაიდგა, რომელშიც ნუცა ჩხეიძე და დავით გამყრელიძე მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მიხეილ ნასიძის წერილი „თეატრის მატიანე“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი ეფემია მესხი თბილისში დაბრუნებას და რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობას აპირებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის განცხადება 1899 წლის იანვრიდან ალმანახ „კრებულის“ გამოცემის განახლების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე არდიშვილი 1899 წლის უბის კალენდრის გამოცემას აპირებდა, რომლის ტირაჟი 5000 ეგზემპლარი იქნებოდა და 2-დან 5 კაპიკამდე ეღირებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბერს ახალი სენაკის სკოლის ზედამხედველი სპირიდონ ენუქიძე და ბოქაული ივანე ახვლედიანი სამრევლო სკოლისთვის შენობის შესარჩევად ნოქალაქევში ჩავიდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ზაალიშვილის წერილი „ბოტანიკის ტერმინების გამო ქართულად“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ელპიდა მგელაძის წერილი „ჩვენი ქალების გამო“, რომლითაც ავტორი ეკატერინე გაბაშვილის მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას ეხმიანებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ლიხელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის კორესპონდენცია „აქტი ტომსკის უნივერსიტეტში“.