რეგისტრირებული ფაქტები48051
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ოსეთის განყოფილებას სულ 26 სკოლა ჰქონდა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ირაკლი ამირაჯიბმა, ბალიაშვილმა, მიხეილ სარაჯიშვილმა, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და სხვა წევრებმა საწევრო გადასახადის შემცირების საკითხის გადასაწყვეტად კენჭისყრა მოითხოვეს.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის ინფორმაციული ხასიათის მოხსენება, საზოგადოების რეგისტრაციაში გატარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა: საზოგადოების სახელწოდება შეცვლილიყო შემდეგი სახელწოდებით: „წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება“ და ამის შესახებ გაზეთში გამოეცხადებინათ, წერა-კითხვის საზოგადოების არქივი კი გადაეცათ უნივერსიტეტისთვის. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი, ვლადიმერ თომას ძე მაჭარაძე და ანდრია დავითის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) 26 სხდომა გამართა და 56 საქმე განიხილა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) ხონის სასწავლებლის შენობაში გახსნა საკვირაო სკოლა, რომელშიც ადგილობრივი მასწავლებლები მეცადინეობდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) აკაკი როსტომის ძე წერეთლის ხსოვნის აღსანიშნავად სალიტერატურო საღამო გამართა, რომლის შემოსავალიც აკაკის ფონდის გასაძლიერებლად საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას გადაეცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვარშავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ნაწილის სტუდენტ ვალერიან ახვლედიანს ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტუდენტ ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებაში, რომლის თავმჯდომარე იყო მათე ვასილის ძე ბახტაძე, 140 წევრი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების ინიციატივით ექიმებმა პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილმა და მათე ვასილის ძე ბახტაძემ 2 ლექცია წაიკითხეს გადამდები დაავადებებისა და ტუბერკულოზის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებამ 13 კითხვის საღამო მოაწყო, რომლებშიც მონაწილეობდნენ: ივანე რუხაძე, ვ. უგულავა, ირაკლი მიხეილის ძე ბერძენიშვილი, ემელიანე ივანეს ძე ცაგარეიშვილი და სხვ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის 26 სხდომიდან მათე ვასილის ძე ბახტაძე დაესწრო 26-ს, ვლადიმერ თომას ძე მაჭარაძე – 24-ს, მაქსიმე დიმიტრის ძე ჭელიძე – 16-ს, ვალერიან მერაბის ძე მებუკე – 15-ს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ივანე ივანეს ძე ქუთათელაძე და ეკატერინე ვასილის ასული აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის 26 სხდომიდან 22-ს დაესწრნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) ერთი საზოგადო კრება გამართა, რომელზეც 1915 წლის ანგარიში განიხილეს და 1916 წლის ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცეს, ასევე მიიღეს გამგეობის ერთი და განყოფილების ასი ახალი წევრი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ გიორგი პავლეს ძე ჯაკობიას სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ სიმონ დიდიმამიშვილს 1913 წლის პირველ იანვარს დანიშნული ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია გაუგრძელა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 სექტემბერს მასწავლებელმა ლაზარე ვასილის ძე ხმალაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ვასილ ხმალაძისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველი სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია ფილოლოგიის-ფაკულტეტის სტუდენტ ალექსანდრე შვანგირაძეს სტიპენდია დაუნიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილება დაარსდა, რომლის თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იყო.