რეგისტრირებული ფაქტები51387
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება სკოლებში რევიზორების დროულად დანიშვნის თაობაზე. მათ სწავლის დასრულებამდე უნდა მოესწროთ სკოლების დათვალიერება. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე შეხვდა ალექსანდრე სარაჯიშვილს და ჰკითხა, დათანხმდებოდა თუ არა სოხუმის მერობის კენჭისყრაზე, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-12 აპრილის შემოსავალი იყო 158 მან. 36 კაპ., ხარჯი – 364 მან. 72 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 927 მან. 71 კაპ. – და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში კონსტანტინე თავართქილაძისთვის 20 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მღვდელ ვასილ კარბელაშვილს მიხეილის საავადმყოფოს წიგნსაცავისთვის გაგზავნოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების აგენტის, ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილისთვის მადლობის გამოცხადება გადაწყვიტეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 54. 90 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია ეგნეტეს ძე ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 20 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების აგენტ ლუკა ჯავახიშვილის ანგარიში სოფელ თიანეთში 28 მარტს საზოგადოების სასარგებლოდ სცენის მოყვარულთა მიერ გამართული წარმოდგენის შემოსავალ-გასავლის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მხედველობაში მიიღო ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება 3 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ და დაადგინა, ქუთაისის სკოლათა სამზრუნველო კომიტეტისთვის მიეწერათ, რომ სკოლის ეზოში სავარჯიშო პავილიონი მოეწყოთ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მღვდელ ვასილ კარბელაშვილისთვის 5. 16 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება 3 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ღოღობერიძისთვის 8. 33 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საორგანიზაციო საკითხთა ანგარიში – დახარჯული 110 მან. 61 კაპ. და დასახარჯი 74 მან. 84 კაპ. ოდენობით. დაიწერა ორდერი N48. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტრე უმიკაშვილის თხოვნით დაადგინა, ლაიფციგის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა საზოგადოების გამოცემები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების წევრის, პეტრე უმიკაშვილის მოხსენება, რომ ევროპის უნივერსიტეტებსა და საქალაქო ბიბლიოთეკებში წიგნების გაგზავნით გამგეობას საფუძველი ჩაეყარა ქართული განყოფილებებისათვის.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა მდივან დავით კარიჭაშვილის მოთხოვნა ფოტოგრაფიის სახელოსნოს ყოფილ შენობაში პირველი ბიბლიოთეკის გადმოტანის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.