რეგისტრირებული ფაქტები47984
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი და იპოლიტე ვართაგავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამავე წლის ყოველკვირეულ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“ N1-ში მოთავსებულია სურათი უორდროპის სტუმრობა საქართველოში ილია ჭავჭავაძესთან მამისა და დის თანხლებით.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს გერმანიის სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოში, ულრიხ რაუშერს, თბილისის სადგურზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე საბახტარაშვილი, სამხედრო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გედევანიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ალექსანდრე ზაქარიაძე, გზათა დეპარტამენტის დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე, გერმანიის დროებითი რწმუნებული ფონ დრიუფელი და სათვისტომოს წარმომადგენელები დახვდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში 40 დღის აღსანიშნავად პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სრულიად რუსეთის აღმასკომის თავმჯდომარედ დაინიშნა მიხეილ კალინინი, სახელმწიფო კომისიის საბჭოს თავმჯდომარედ – ვლადიმერ ლენინი, ცკ-ის მდივნად – აბელ ენუქიძე. ა. კ. პრეზიდიუმის წევრებად: იოსებ სტალინი, ლევ კამენევი, გრიგორი პეტროვსკი, პეტრე სმედოვიჩი, პეტრე ზალუცკი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სერგო ქავთარაძე რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე სალარიძე — მდივნად.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დავით ჭავჭავაძე მთავრობამ სამეგრელოში გაგზავნა ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ჭავჭავაძემ თან წაიყვანა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომლის წევრებიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდნენ. აჯანყების დასაწყებად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეული თელავში გაგზავნეს. გავლენიანი პირები სოფლებშიც ქმნიდნენ რაზმებს. ჩოლოყაშილი მათ პერიოდულად ხვდებოდა და რჩევებს აძლევდა. სიკო ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე სულხანიშვილს კი მათთვის სურსათის მიტანა ევალებოდათ.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს თბილისში კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზმა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბა. კომიტეტი დაკავშირებული იყო საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს მუშაობა არ შეეძლოთ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი ბათუმში ცხოვრობდა და საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ-ფრანგული ენის ლექტორად მიიწვიეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს რომან ამირეჯიბი ტყვიამფრქვეველთა გუნდის უფროსად დანიშნეს, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი – მის მოადგილედ.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ივანე ბესარიონის ძე ყანჩელი ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლად მუშაობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე შიო მღვიმელის „ტყის სურათებისა“ და ილია გოლიას „ხარბი რძლის“ შესახებ ნინო ნაკაშიძის რეცენზია მოითხოვეს. რეცენზირების შემდეგ „ტყის სურათების“ დაბეჭდვის ნებართვა გასცეს.
1921
ტიპი: თანამდებობა
გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ალექსანდრე იოსების ძე კანდელაკი იყო ქართული ენის მასწავლებელი.
1921
ტიპი: თანამდებობა
გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი იყო ქართული ეროვნული საგნების საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა საქართველოს ისტორიას.
1921
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 სასწავლო წელს, გაკვეთილებისა და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე ციმაკურიძე თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებელი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს არუთუნ თუმანიანცი იყო სომხური ეროვნული საგნების საშტატო მასწავლებელი. მას ჰქონდა საშუალო სასწავლო დაწესებულებებში სომხური ენის მასწავლებლის სტატუსი და ასწავლიდა სომხურ ლიტერატურას და სომხეთის ისტორიას.
1921
ტიპი: თანამდებობა
გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ლეონიდ კორგანოვი იყო სომხური ეროვნული საგნების საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა სომხურ ენას, ლიტერატურას და სომხეთის ისტორიას.